შალვა სამხარაძე
ქირურგი, ენდოსკოპისტი
განათლება
- 1993-2001 წწ. - საქართველო, ქ. ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლა;
- 2001-2004 წწ. - რუსეთის ფედერაცია, ქ. ტვერის 55-ე საჯარო სკოლა;
- 2004-2010 წწ. - რუსეთის ფედერაცია, ქ. ტვერის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, სამკურნალო ფაკულტეტი;
- 2010-2011 წწ. - რუსეთის ფედერაცია, ქ. ტვერის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, დამატებითი პროფესიონალური განათლების ფაკულტეტი, ქირურგიის კათედრა, ინტერნატურა, სპეციალობა - ქირურგია;
- 2011-2013 წწ. - რუსეთის ფედერაცია, ქ. ტვერის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, დამატებითი პროფესიონალური განათლების ფაკულტეტი, ქირურგიის კათედრა, ორდინატურა, სპეციალობა - ქირურგია;
- 2014-2015 წწ. - რუსეთის ფედერაცია, ქ. ტვერის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, დამატებითი პროფესიონალური განათლების ფაკულტეტი, პროფესიული გადამზადება, სპეციალობა - ენდოსკოპია;
- 2015 წ. - რუსეთის ფედერაცია, ქ. ტვერის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, დამატებითი პროფესიონალური განათლების ფაკულტეტი, პროფესიული გადამზადება, სპეციალობა - ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა;
- 2011 წ. - რუსეთის ფედერაცია, ქ. ტვერის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, დამატებითი პროფესიონალური განათლების ფაკულტეტი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები - ლაპაროსკოპიული ქირურგია.
- 2016 წ. – საქართველოს სერტიფიკატი სპეციალობაში „ქირურგია“.
- 2017 წ. - საქართველოს სერტიფიკატი სუბსპეციალობაში „გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა“.
- 2017 წ. - საქართველოს სერტიფიკატი სუბსპეციალობაში „ენდოსკოპია“.
სამუშაო გამოცდილება
- 2013-2016 წწ. - რუსეთის ფედერაცია, ტვერის ოლქი, ქ. ტორჟოკის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო, ქირურგიული განყოფილება - ექიმი-ქირურგი, ექიმი-ექოსკოპისტი, ექიმი-ენდოსკოპისტი.
- 2016 წ. - საქართველო, ქ. ქუთაისი, აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, ზოგადქირურგიული განყოფილება - უმცროსი ექიმი.
- 2017-2018 წწ. - საქართველო, ქ. ქუთაისი, აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, ზოგადქირურგიული განყოფილება - მორიგე ქირურგი.
- 2017-2018 წწ. - საქართველო, ქ. ქუთაისი, შპს „უნიმედ აჭარა - ონკოლოგიის ცენტრი“, ქირურგიული განყოფილება - ზოგადი ქირურგი.
- 2018 წ. - საქართველო, შპს „ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო“, ქირურგიული განყოფილება - მორიგე ქირურგი.
- 2017-2019 წწ. - საქართველო, ქ. ქუთაისი, შპს „კლინიკა ბომონდი“, ქირურგიული განყოფილება - დღის ორდინატორი, მორიგე ქირურგი, ექიმი-ენდოსკოპისტი, ექიმი-ექოსკოპისტი.
- 2019-2022 წწ. - საქართველო, ქ. წალკა, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი - წალკის სამედიცინო დაწესებულება“ - ექიმი-ქირურგი, ექიმი-ექოსკოპისტი, ექიმი-ენდოსკოპისტი.
პრაქტიკული გამოცდილება და უნარ-ჩვევები
- ენდოსკოპია: ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია; ენდოსონოგრაფია; მკურნალობა და დიაგნოსტირება;
- ექოსკოპია: მუცლის ღრუს და პლევრის ღრუს ექოსკოპია, ჩარევები ექოსკოპიის ქვეშ;
ქირურგია: 1. მუცლის ღრუს ზოგადი ქირურგია; 2. ფარისებრი ჯირკვლის ქირურგია; 3. ამბულატორული ქირურგია; 4. ჩირქოვანი ქირურგია; 5. პროქტოლოგია.