ექიმი - თამარ ავალიანი

თამარ ავალიანი

კარდიოლოგი, თერაპევტი

განათლება

ამჟამად გახლავთ დ.ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

მისი სადოქტორო კვლევა ეძღვნება პლაზმის მიელოპეროსიდაზის დონის შესწავლას სხვადასხვა სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში.

2009 წელი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსი;

2005 წელი დიაბეტის სასწავლო კურსი;

1998–2004 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

2013 წლიდან დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ექიმ–კარდიოლოგის თანამდებობაზე;

2012 წელი სამედიცინო ცენტრი „იუნონა“, ექიმი–კარდიოლოგი;

2004–2011 წწ. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრის გულის იშემიური დაავადებებისა და კარდიომიოპათიების განყოფილება, ჯერ უმცროსი ექიმი, შემდგომში კი ექიმი–კარდიოლოგი.

სერტიფიკატები

2016 წელი სერტიფიკატი მასწავლებელთა (ტრენერთა) ტრენინგ პროგრამაში;

2015 წელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში შინაგანი მედიცინა;

2007 წელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში კარდიოლოგია.

2015 წლიდან დღემდე გახლავთ დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი კარდიოლოგიაში.

არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.