ექიმი - თამარ ცხომელიძე

თამარ ცხომელიძე

ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულების ხელმძღვანელი

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულების ხელმძღვანელი

განათლება

1997–2003 წწ. უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“;

1993–1997 წწ. ლიცეუმი Jean Monet, საფრანგეთი.

2009 წელი სახელმწიფო სერტიფიკატი მეან–გინეკოლოგიაში

სამუშაო გამოცდილება

2018 წლიდან დღემდე ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი მეან–გინეკოლოგი;

2016–2018 წწ. კლინიკა „ახალი სიცოცხლე“, ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი მეან–გინეკოლოგი;

2012–2015 წწ. კლინიკა „ახალი სიცოცხლე“, ექიმი მეან–გინეკოლოგი;

2008–2011 წწ. აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სასწავლო საინფორმაციო დეპარტამენტის სამედიცინო მენეჯერი, ექიმი მეან–გინეკოლოგი;

2005–2008 წწ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი, ექიმი მეან–გინეკოლოგი;

კვალიფიკაცია

2019 წელი ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის ინტრანატალური შეფასების ძირითადი პრინციპები;

2019 წელი სამეანო სისხლდენების დროული დიაგნოსტირება და მართვა;

2017 წელი გადაუდებული სამეანო პათოლოგიების მონიტორინგი და მართვა;

2016 წელი იშვიათი და სხვა გენეტიკური დაავადებების პრენატალური დიაგნოსტირების უახლესი მეთოდები;

2015 წელი ორსულობის პათფიზიოლოგიის 47–ე საერთაშორისო კონგრესი;

2012 წელი საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სკრინინგი, პრევენცია, დიაგნოსტირება და მართვა;

2010 წელი კოლპოსკოპიის კურსი;

2009 წელი NATO-ს სასწავლო კურსი „საგანგებო სიტუაციათა მართვის სწავლების დახვეწილი საშუალებები“;

2009 წელი კონგრესი FIGO;

2008 წელი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სემინარი;

2007 წელი მონაწილეობდა სამხედრო ექიმების სწავლების პროგრამის ჩატარებაში;

2007 წელი სამედიცინო ოპერაციების დაგეგმარების ინსტიტუტის (DIMO) მიერ ორგანიზებული სემინარი „რეგიონულ კატასტროფაზე რეაგირებისა და ტრავმის სისტემის მენეჯმენტის კურსი ხელმძღვანელებისათვის“;

2005 წელი მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხეზე რეაგირების სემინარი (ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისი, საქართველო).

2018 წელი მედიცინის დარგში პრემია „ღირსების გზის“ ლაურეატი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.