ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით.2დღის წინ დედამ მიიღო ინსულტი ქონდა მოციმციმე არითმია თან დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით აქ გიგანტური ზომის ჩიყვი რამაც გამოიწვია ზემოთ აღნიშნული დაავადებები ექიმის თქმით ინსულტი გამოიწვია არითმიამ მე ვერ ვერკვევი სამედიცინო ტერმინში არითმიამ გადაისროლა მეტყველება დაერღვა მეხსიერება კი წამითაც არ არევია მარჯვენა კიდური პარალიზებული აქ მაგრამ მგრძნობელობა შენარჩუნებული.მაინტერესებს და გთხოვთ ჩიყვის ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს მაგრამ ამ მდგომარეობიდან რამდენ ხანში შეიძლება ოპერაცია გაკეთდეს თან ვაცნობიერებ ავადმყოფის სიმძიმეს.წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:

მოგესალმებით,
დედათქვენის სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, უმჯობესია ნევროლოგმა და ენდოკრინულმა ქირურგმა უშუალოდ პაციენტის ადგილზე შეფასებისას განსაზღვრონ როგორ და როდის იქნება უმჯობესი ქირურგიული მკურნალობა ფარისებრ ჯირკვალზე . ყველა შემთხვევაში , ჯერ–ჯერობით , მხოლოდ მე–3 დღეს ,მწვავე ინსულტის განვითარებიდან, ნაადრევია ოპერაციის ჩატარებაზე მსჯელობა .
რაც შეეხება ინსულტს, ექსკლუზიურად ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სამკურნალო მეთოდების გამოყენება, როგორიცაა სისტემური ვენური თრომბოლიზისი, ენდოვასკულური თრომბექტომია და ლოკალური არტერიული თრომბოლიზისი.თუმცა ,მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინსულტის დაწყების დროს, ვინაიდან თითოეული დასახელებული მეთოდი ეფექტურია მხოლოდ გარკვეულ ვადაში, ხოლო შემდეგ ასეთი ჩარევები აღარ განიხილება.
მომავლისათვის გირჩევთ ,ინსულტის შემდგომი რეციდივების პრევენციის მიზნით ,გაითვალისწინოთ ჩვენი კლინიკის შესაძლებლობები და გაიაროთ კონსულტაცია ჩვენი კლინიკის ნევროლოგებთან .
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა