ხერხემლის პათოლოგია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, თავს ვგრძნობ ძალიან დაძაბულად. შუბლისა და კეფის არეში რაღაც დაჭიმულობას ვგრძნობ. მირთულდება თავის დიდი ხნით გაჩერება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი:

მოგესალმებით,

მიმოწერის რეჟიმში რთულია დიაგნოსტირება, თუმცა თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე  ვფიქრობთ, შესაძლოა საქმე ეხებოდეს ხერხემლის, კერძოდ კი კისრის სვეტის პათოლოგიას.

კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალასა და სახის ქსოვილებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.

ზუსტი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შერჩევისათვის, უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ  თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა