ვიზიტი ნევროლოგთან - ნევროლოგია

კითხვა: წლების წინ გავაჩინე ბავშვი ფიზიოლოგიურად და გამიკეთეს ძლიერი ტკივილების გამო გაუტკივარება. სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ დამეწყო ძლიერი თავის ტკივილები. ტკივილი იწყებოდა კეფიდან და მოდიოდა მთლიან თავზე თითქოს რაღაც ძლიერს გირტყავდნენ, იყო რომ საერთოდ ვერ ვწევდი თავს და ეს დღესაც ესეა. მაქვს დაღლილობა სახსრების ტკივილი. გულის რევის შეგრძნება ექიმთან ვიყავი და მითხრეს თავზე გადამეღო მაგრამ ვერ მოვახერხე ფინანსებიდან გამომდინარე. ეს ბოლო პერიოდი უფრო მეტად დამეწყო ტკივილები და გამაყუჩებელი არ მშველის. მირჩიეთ როგორ მოგიქცე. ან რა შეიძლება იყოს ?
პასუხი:

მოგესალმებით,

ტკივილი  კეფის მიდამოში და კისრის ზედა ნაწილში საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, იმიტომ, რომ ძნელი გასარკვევია, სინამდვილეში რა იწვევს ტკივილს - თავი თუ კისერი. თავის ტკივილის უამრავ მიზეზს შორის არსებობს ისეთებიც, რომლებსაც კისრის იმ ღრმა გამშლელი კუნთების დაჭიმულობა უწევს პროვოცირებას, რომლებიც სწორედ კეფის ქვეშ არის განლაგებული. ტკივილი კისრის ამ ნაწილში შეიძლება თავის მცირედი დახრის ან მობრუნების დროსაც განვითარდეს. ზოგჯერ კეფის მიდამოში შეხებაც კი მტკივნეულია.

ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს: სპონდილიტი, ხერხემლის კისრის მიდამოს მალათაშუა ანატომიური წარმონაქმნების ქვეამოვარდნილობები, ტრავმის დროს დაჭიმვა, ოსტეოქონდროზი, კისრის სპონდილოზი, კეფის ნერვის ნევრალგია ( რომლისთვისაც  დამახასიათებელია გულისრევა, სახის გაფითრება, არცთუ იშვიათად შეინიშნება მხედველობის გაორება, მოძრაობის კოორდინაციის უმნიშვნელო დარღვევა ) და ა.შ.

თუ რომელი პათოლოგია იწვევს თქვენს შემთხვევაში აღნიშნულ ჩივილებს, დისტანციურად რთული სათქმელია.

მიჰყევით თქვენი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე.

გასაგებია თქვენი ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ აუცილებელია დროულად დაისვას დიაგნოზი და შეირჩეს მკურნალობის კურსი, რათა თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

ვიზიტისას თუ გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა