თავბრუსხვევა - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით, ორ კვირაზე მეტია მაქვს თავბრუხვევა, მყავდა სასწრაფო, რომელმაც მირჩია ნევროპათოლოგისთვის მიმემართა, ნევროპათოლოგმა დამინიშნა ვინებრალი და ნოვარესტი თუ არ ვცდები, 10 დღეა ვსვამ ამ მედიკამენტებს, ცოტათი შემიმცირდა მაგრამ ღამით ლოგონში გადაბრუნებისას ისევ მემართება, სულ რამოდენიმე წამით ხდება, მაგრამ ტკივილის დონემდე მიდის. რას მირჩევდით?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის დანიშნულ მედიკამენტებს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ საქმე ეხება თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიას, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს სტენოზირების (შევიწროების) პროცესებით როგორც უშუალოდ ინტრაცერებრულ (ტვინშიდა) , ასევე ტვინისკენ სისხლის მიმწოდებელ მაგისტრალურ სისხლძარღვებში.
საძილე არტერიების სტენოზირება კი, თავის მხრივ, იწვევს ტვინის სისხლით მომარაგების შეფერხებას,რასაც შეიძლება ახლდეს თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომები .
იმავდროულად თქვენი სიმპტომები ძალიან გავს ე.წ. ვერტებრო–ბაზილარული არტერიის სინდრომს ,ანუ ხერხემლის არტერიის შევიწროვების გამო წარმოშობილ მოვლენებს .უმეტეს შემთხვევაში არტერიის შევიწროვების მიზეზი კისრის მალების ოსტეოქონდროზია . ეს უკანასკნელი ნევროლოგიურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ხდება თავბრუსხვევის მიზეზი .
თავბრუსხვევის მექანიზმში წამყვანი მნიშვნელობა აქვს თავის ტვინის უკანა ნაწილის (ნათხემის, ტვინის ღეროს, ტვინის კეფის ნაწილის მხედველობის ზონა) იშემიას (ნორმალური სისხლის მიმოქცევის დაქვეითება) .რასაც შესაძლოა თანდართული ჰქონდეს ხერხემლის არტერიების სანათურის ბუნებრივი , ასაკობრივი შევიწროება ათეროსკლეროზული პროცესებით
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ, თავის ტვინისა და მაგისტრალური სისხლძარღვების დოპლერს, ყველაზე დაბალ ფასად. ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა