თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა უკვე 2 კვირაა მაქვს თავის ტკივილი ხან ძლიერი ხან შედარებით სუსტი ხან მიბუჟდება თავი და ამასთანერთად გული მიხდება ცუდათ რასმირჩევდით ვის მივმართო ნევროპათოლოგს თუ თავისტვინის ტომოგრაფია გავიკეთო სადარმივედი ნერვული შეტევებიაო ვსვავ წამლებს და არმშველის
პასუხი:

მოგესალმებით,
თავის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი, თანამედროვე კლასიფიკაციით, ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა:
1. თავის ტვინის ორგანული დაავადებები და თავზურგტვინის სითხის დინამიკური მოშლილობები. მათ მიეკუთვნება: თავის ქალას ტრავმები - ტკივილი ლოკალიზებული ან ზოგადია და შედარებით ცუდად ემორჩილება მკურნალობას; თავის ტვინში არსებული მოცულობითი წარმონაქმნები - ტკივილი, ჩვეულებრივ, დილაობით ძლიერდება, ერთვის გულისრევა და ღებინება; თავის ტვინის ანთებითი დაავადებები (მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი).
2. სისხლძარღვოვანი მიზეზები. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჰემიკრანია (შაკიკი), ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და არტერიული ჰიპერტენზია.
3. ფსიქოგენური მიზეზები. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ დაძაბვისა და ასთენიის თანმხლებ თავის ტკივილს.
4. არატვინოვანი მიზეზები. ეს ყველაზე დიდი ჯგუფია. მას ეკუთვნის:
● კისრის მალების ოსტეოქონდროზი;
● ნებისმიერი ბუნებისა და ლოკალიზაციის ინფექციური დაავადება, რომელთა 40% თავის ტკივილის მწვავე შეტევებს იწვევს, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც თავის ტკივილის შეტევით იწყება;
● მედიკამენტური თავის ტკივილი (ამ მხრივ აღსანიშნავია ორალური კონტრაცეპტივები, ნიტრატები, კოფეინი);
● მეტაბოლური მოშლილობები (ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია, დიალიზი და სხვა);
● ენდოკრინული მოშლილობანი (აკრომეგალია, ჰიპოთირეოიდიზმი, წინარემენსტრუალური სინდრომი, იდიოპათიური შეშუპება);
● თავის ქალას, კისრის, თვალის, ყურის, ცხვირის, ცხვირის დანამატი წიაღების, კბილების, პირის ღრუს პათოლოგიები.
დიაგნოსტირებისათვის იყენებენ თავის კომპიუტერულ და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, რომელიც სპეციალისტს თავის ტვინში მიმდინარე ორგანული თუ არაორგანული ცვლილებების შესახებ უნიკალურ ინფორმაციას აწვდის. ტარდება ასევე ანგიოგრაფია და თავის ტვინის სისხლძარღვების დოპლერი.
უმჯობესია საჭირო კვლევების შესახებ რეკომენდაცია შესაბამისმა სპეციალისტმა მოგცეთ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტური შესაფასების შემდეგ, ჩაგიტარდებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები.
ზემოაღნიშნული კვლევების საჭიროების შემთხვევაში კი, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:
● თავის ტვინის კვლევა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე -  https://kirurgia.ge/article/15963/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva--magnitur-rezonansul-tomografze 
● ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების დოპლერი – https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad-- 

სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა