ცერა თითის დაბუჟება - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა! რამოდენიმე დღეა მარცხენა ხელი მტკივა და დამეწყო ცერათითის გაბუჟება, უფრო სწორად უკვე რამოდენიმე დღეა სუ გაბუჟებულია და ამავდროულად მტკივა ხელი(თავიდან ნერვის ანთება მეგონა) ბოლო სამი დღეა ძალა მერთმვა ყოვლდღიურად უფრო და უფრო. ცოტა ძაან შეშინებული ვარ და იქნებ მირჩიოთ რა შეიძლება იყოს ან რის ექიმთან უნდა მივიდე. მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, მხოლოდ ცერა თითის დაბუჟება შესაძლოა განვითარდეს, როდესაც ხელის დიდხნიანი დატვირთვა მოქმედებს ვიწრო კარპულ არხში მდებარე ნერვებზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა გაიაროთ კონსულტაცია ნევროლოგთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ანამნეზის შეკრებისა და ობიექტურად შეფასების შემდეგ, ნევროლოგი დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20 

სხვა დეტალების დასაზუსტებლად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა