კითხვა: 92 წლის ქალბატონს.დაეწყო შიში.საღამოს იწყებს წუხილს,ხან კუჭი აწუხებს,ხან უჰაერობა.....მაშინ ,როცა წნევა ნორმალურია,სატურაცია ნორმაში,ფილტვი ატარებს..აშ.ძილის წინ ვაძლევთ კეტილეპტს(25 მლ-ის ნახევარს) ძინავს კარგად.ზოგჯერ დღეც დიდხანს. მგონია რაღაც დამამშვიდებელი ჭირდება.მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოხუცებთან ურთიერთობა ძალიან რთულია. ერთ დროს ენერგიული ადამიანები პასიურები ხდებიან, იოლად ღიზიანდებიან, ეცვლებათ ხასიათი, უჩნდებათ ასაკობრივი კომპლექსები: შიშები, ზედმეტობის განცდა, ბავშვებივით გულჩვილნი და მგრძნობიარენი ხდებიან.
უნდა გვესმოდეს რომ, მათ ამ დროს ჩვენი ყურადღება და სითბო უფრო სჭირდებათ.
როგორც აღნიშნავთ, პაციენტს ანამნეზით ყველაფერი ნორმაში აქვს, შესაბამისად, მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, ასაკის თანამდევი მოვლენაა და ვერსად გავექცევით.
რაც შეეხება დამამშვიდებელს, დისტანციურად მითითებას ვერ მოგცემთ, ეს არაკორექტული და არაპროფესიულია.
ეცადეთ დაუთმოთ მას მეტი დრო, მოექცეთ ისე, რომ მან თავი ზედმეტად არ იგრძნოს, მოხუცებს ჩვენი სითბო და ყურადღება არასდროს ჰყოფნით.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადრე თუ გვიან ჩვენც მოვხუცდებით, ჩვენც გულჩვილი, სუსტი და მგრძნობიარე, ზოგჯერ თავის მომაბეზრებელი, ჭირვეული და ახირებულები გავხდებით.
ჩვენ კი, ყველა შემთხვევაში, ვეცდებით დაგეხმაროთ, შეგიძლიათ მოიყვანოთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე , რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს ,წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა