ვიზიტი ნევროლოგთან - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით. საინტერესო სიმპტომები მაქვს და იქნებ თქვენ მაინც ამიხსნათ რა მჭირს. მაქვს დაღლილობის გრძნობა(ყოველთვის არა)ოფლიანობა,თაბრუსხვევა და ყურებში წუილის ხმა სიჩუმეში. ასევე ხანდახან მაქვს განსაკუთრებული შიმშილის გრძნობა თითქოს მაგრად მშია.განსაკუთრებით ცუდად ვარ დილით და ავდგები თუ არა ეგრევე ვჭამ რომ. აღსანიშნავია რომ მაქვს დატვირთული რეჟიმი კომპიუტერთან და ვიძინებ ღამის 3 საათზე წლებია,თუმცა დილით მძინავს.ასევე ღამით გამომღვიძებია და ყურები მქონია დაბურული თითქოს ვითიშები მაგრამ რომ წამოვდგები და კისერს გავამოძრავებ მაშინვე მივლის.ჩემი აზრით რაღაც ხერხემალს უნდა უკავშირდებობეს რადგან საწოლში მხოლოდ ზურგზე მძინავს რადგან მარცხნივ ან მარჯვნივ რომ ვტრიალდები უცნაური შეგრძნება მაქვს თითქოს ცუდად ვხდები.ყველაფერი გამოვიკვლიე ანალიზები, გული და კიდევ ბევრი რამე და არაფერი არ მჭირს.ახლა ხერხემლის და თავის ტვინის სიხლძარღვების ტომოგრაფიას ვაპირებ.ისე სხვათაშორის ეს სიმპტომები რამოდენიმე წლის წინ მქონდა კიდე და გამიარა და მაშინ უფრო ცუდად ვიყავი ყურები სულ დაბურული მქონდა.ალბათ კიბო არ მაქვს იმედია
პასუხი:

მოგესალმებით,

მიმოწერის რეჟიმში, რა თქმა უნდა ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. თუმცა ვეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.

ოფლიანობას, თავბრუსხვევასა და შიმშილის დაუოკებელ გრძნობას, შესაძლოა იწვევდეს ის ფაქტი, რომ გაქვთ დატვირთული და არეული დღე–ღამის რეჟიმი.

თუმცა სიმპტომები შესაძლოა შაქრიანი დიაბეტის მიმანიშნებელიც იყოს, ასევე , ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობის , ცელულოზითა და ცილებით მდიდარი საკვების ნაკლებობის და ა.შ.

რაც შეეხება „ყურების დაბურვას“,  შესაძლოა თქვენი ვარაუდი, რომ ჩივილები ხერხემალს უკავშირდება მართებულია, რადგან , როგორც მოგვითხრობთ,  „კისერს გავამოძრავებ მაშინვე მივლის“, შესაძლოა კონკრეტულად ხერხემლის სვეტის კისრის მიდამოს პათოლოგიასთან გვქონდეს საქმე.

ცხადია ამ თვალსაზრისით, აუცილებელია რადიოლოგიური კვლევა.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან  უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ პარასკევს, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა