მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ნეირომიოზიტი;
- ნეირომიოზიტის სიმპტომები;
- რა იწვევს ნეირომიოზიტს;
- როგორ ხდება ნეირომიოზიტის დიაგნოსტირება;
- ნეირომიოზიტის მკურნალობა.
ნეირომიოზიტი იშვიათი ანთებითი დაავადებაა და იგი წარმოადგენს მიოზიტის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც ხასიათდება კუნთოვანი ბოჭკოების და ნერვების დაზიანებით.
ანთებით დაავადებასთან ერთად პროგრესირებს სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერება, რომლებიც მოქმედებენ ნერვულ ბოჭკოებზე.
ნეირომიოზიტის ძირითადი სიმპტომებია:
- პარესთეზია;
- ჰიპერესთეზია;
- ძლიერი ტკივილი;
- დაძაბულობის შეგრძნება;
- კუნთების ტონის და სიძლიერის შემცირება;
- სახსრების ტკივილი;
- კუნთოვანი ქსოვილის ატროფია.
მის გამომწვევ მიზეზებს შორისაა:
- მემკვიდრეობითობა;
- ინფექციები;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
დიაგნოზის დასაზუსტებლად და ხარისხის დასადგენად ტარდება ისეთი კვლევები როგორიცაა:
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- ელექტრონეირომიოგრაფია;
- სისხლისა და შარდის ტესტები.
რაც შეეხება მკურნალობას, იგი იყოფა სიმპტომურ და პათოგენეტიკურ ტიპებად. ამიტომ, მის დანიშვნამდე აუცილებელია, ზუსტად განისაზღვროს დიაგნოზი, გამოირიცხოს თირკმელების პათოლოგია და სხვა ქრონიკული დაავადებები.
ამიტომ, მხოლოდ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მითუმეტეს დისტანციურ რეჟიმში მკურნალობას ვერ დაგინიშნავთ და მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული მოსაზრების მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/nevrologia/20
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!