გრანდაქსინი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა პრველ რიგში მინდა გითხრათ ჩემი ზოგადი სიმპტომები. ჩემს პირად ექიმთან მივედი ჩივილებით, რომ მიწევს სტრესულ გარემოში მუშაობა, ძირითადად სულ თავს ვგრძნობ დაღლილად, მიუხედავად იმისა გამოძინეწბული ვარ თუ არა. ჩაძინების პრობლემები არ მაქვს, მაგრამ ახალგაღვიძებულზეც ვგრძობ რომ არ მყოფნის ძილი. გავხდი უფრო არააქტიური, მოთენთილი, ადვილად ვღიზიანდები. მოკლედ ამ ყველაფრის ფონზე ექიმმა დამინიშნა "გრანდაქსინი" ორი თვის მანძილზე, პირველი სამი კვირა დღეში სამჯერ დილით და შუადღეს 1/4 და საღამოს 1/2, შემდეგ დოზა შეამცირა.მაინტერესებს რამდენად რეკომენდირებულია ამ წამლის მიღება მხოლოდ ამ სიმპრომებზე, ზოგადად ვერიდები წამლების დალევას მითუმეტეს ისეთი წამლების რომლებმაც იცის შეჩვევა. მაინტერესებს რამდენად იცის შეჩვევა ამ წამალმა? მადლობელი ვარ წინასწარ პასუხისთვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
გრანდაქსინი, მისი რეცეპტის მიხედვით გამოიყენება ფსიქიკური, ნევროზული და სომატური დარღვევების დროს , რომელსაც თან ახლავს:

  • შფოთვა;
  • ვეგეტატური დარღვევები;
  • ენერგიისა და/ან მოტივაციის არარსებობა;
  • დაღლილობა;
  • გუნება-განწყობის დაქვეითება.

მკურნალობის დაწყება შეიძლება ნებისმიერი დასაშვები დოზით. დოზის თანდათანობითი ზრდა, ჩვეულებრივ, არ არის საჭირო, ვინაიდან პრეპარატი ადვილად ასატანია.
როდესაც დაავადებას მართავს შესაბამისი სპეციალისტი, მას როგორც წესი, გათვალისწინებული აქვს წამლის უკუჩვენებებიც. შესაბამისად, თქვენს შემთხვევაში დოზა მცირდება და ე.წ. „შეჩვევას“ არ გამოიწვევს.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიცით რა დიაგნოზი დაგისვათ თქვენმა მკურნალმა ექიმმა, ერთმნიშვნელოვნად ამომწურავი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
უმჯობესია, თქვენთვის საინტერესო შეკითხვებით მიმართოთ მას და სთხოვოთ გაგარკვიოთ ვითარებაში.
თუ გსურთ, სხვა მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრების მოსმენა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმი გაგიწევთ დახმარებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა