კითხვა: გამარჯობა.წინასწარ გიხდით მადლობას რომ არსებობთ.მაქვს ესეთი კითხვა.თუ არის შესაძლებელი საჯდომი ნერვის ანთებამ გამოიწვიოს მუხლის დაბლა კუნთის დაჭიმულობა.და როგორ უნდა მოვიქცეთ.რით შეიძლება იყოს გამოწვეული და ვის მივმართოთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
იშიაზი – ეს არის საჯდომი ნერვის დაზიანება ან მიჭყლეტა, რომელიც პასუხისმგებელია ფეხის მგრძნობელობაზე და მოძრაობაზე დუნდულოვანი კუნთიდან ტერფამდე. იშიაზი ვითარდება ოსტეოქონდროზის, ხერხემლის თიაქრის, მალების გადანაცვლების ფონზე.
ხშირად მიჭყლეტვა ხდება სიმძიმის ცენტრის გადანაცვლების და ხერხემალზე ზეწოლის მომატების გამო.ძირითადი სიმპტომებია:

  •  წელის ან ფეხის მწველი და მჩხვლეტი ტკივილი;
  • ფეხის დაბუჟება,სიცივის შეგრძნება;
  •  სისუსტე კუნთებში;
  •  გარდაუვალი ტკივილი ფეხის ზედაპირზე;
  •  მოძრაობითი აქტიურობის პრობლემები.

დაზიანება ძირითადად აღინიშნება მხოლოდ ერთ ფეხზე, მაგრამ ზოგჯერ , თუ ნერვები დაზიანებულია – ორივე მხარეზე.
შემოგთავაზებთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება პარასკევს.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა