ბულბური დამბლა - ნევროლოგია

კითხვა: მადლობა წინასწარ ჩემს ძმას აქვს ბულბარული დამბლა საყლაპავის, უჭირს მეტყველება ხშირად ადგება გულზე, გთხოვთ მირჩიოთ რომელ ექიმთან მივიდეს.
პასუხი:

მოგესალმებით,
ბულბური დამბლა არის სინდრომი, რომელსაც განაპირობებს მოგრძო ტვინში განლაგებული თავის ტვინის ენა-ხახის (IX), ცდომილი (X) და ენისქვეშა (XII) ნერვების კაუდალური ჯგუფის ბირთვების დაზიანება. ბულბური დამბლა შეიძლება განვითარდეს პოლიარტიკულონევრიტების, ენცეფალიტების, პოლიომიელიტის ბულბური ფორმის, ხერხემლის არტერიის ტოტების თრომბოზის, ნერვკუნთოვანი გამავლობის დარღვევის (მიასთენია, ბოტულიზმი), გვერდითი ამიოტროპული სკლეროზის, ტვინის ღეროს სიმსივნისა და სირინგობულბიის დროს.
ასეთი მდგომარეობის დროს მკურნალობა აუცილებელია ,ვინაიდან ,უკვე შექმნილი ყლაპვის დისფუნქციის გარდა პაციენტს მოსალოდნელია განუვითარდეს სხვა გართულებებიც ,კერძოდ :
მეტყველების მოშლა (დიზართრია, ანართრია), ხმის წარმოქმნის მოშლა (დიფონია, აფონია). რბილი სასისა და ხახის უკანა კედლის რეფლექსების გაქრობა,რის გამოც პირის ღრუში წარმოშობილი და დაგროვილი ნერწყვი და ლორწო, წინააღმდეგობის გარეშე მოხვდება ხორხსა და ტრაქეაში და დაახშობს სასუნთქ გზებს ,რაც თავისთავად იწვევს სუნთქვის უკმარისობას და სხვა მძიმე გართულებებს .
ბულბური დამბლის დროს თერაპია გულისხმობს ხორხის, ხახისა და ენის კუნთების დაკარგული ფუნქციის აღდგენას და ძირითადი დაავადების მკურნალობას.
შეგიძლიათ თქვენი ძმა მოიყვანოთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგ ნანა ღვალაძესთან, რომელიც უშუალო ვიზიტისას, გასინჯავს პაციენტს, დანიშნავს საჭირო ლაბორატორიულ–კლინიკურ კვლევებს და დაგეხმარებათ, პაციენტისათვის შესაბამისი მკურნალობის კურსის დაგეგმვაში.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა