ექსტაზის უარყოფითი გავლენა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა! რამოდენიმე წლის უკან დავლიე ექსტაზი, რის შემდეგაც მე ვუჩივი სიფხიზლის დონის შემცირებას,კონცენტრაციის და ყურადღების დეფიციტს.ვარ ძალიან გონებაგაფანტული და მიჭირს ყურადღების მოკრება.მეგობარი რომ მელაპარაკება სხვაგან ვარ თითქოს და არ ვუსმენ ადამიანებს გულისყურით.რას მირჩევდით ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ექსტაზი (MDMA) - საერთო სახელწოდებაა ამფეტამინების ჯგუფის სინთეზური ნარკოტიკ-სტიმულატორებისა, რომელთა დიდი ნაწილი იწვევს ჰალუცინაციებს.
ექსტაზის რეგულარული მოხმარების შემთხვევაში, მისთვის დამახასიათებელია ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნება და იწვევს:

  • ფსიქიკურ დამოკიდებულებას;
  • დეპრესიას;
  • ფიზიკურ და ნერვულ გამოფიტვას;
  • ნერვული სისტემის დაზიანებას;
  • შინაგანი ორგანოების დისტროფიას და ა.შ.

თქვენს შემთხვევაში დასაზუსტებელია, ექსტაზის ერთჯერადი გამოყენებითაა გამოწვეული დეკონცენტრირება თუ სხვა მიზეზით.
ამიტომ, უმჯობესია მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას ობიექტურად, ხოლო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევის შემდეგ, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.


სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა