ანდროგენური ალოპეცია, თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: სალამი უკვე ერთი წელია მაქვს თავის ტკივილები და თმაც გამცვივდა პატარათი ერთ მხარეს ვიყავი ნევროლოგთან და დეპრესიამ იცისო ვსვავ სტუგერონს, გრანდაქსინს. ახლა უნდა დავიწყო სეციტას მიღება.მარა ისევ ტკივილები მაქ. ოჯახის ექიმი მირჩევს მრტ–ს გადაღებას, ხოლო ნევროლოგმა ჯერ საჭიროდ არ ჩათვალა წასასვლელი ვარ საზღვარგარეთ და მეშინია ცუდი რაიმე არ მქონდეს თავში არ დამაფინანსეს და სამი თვის შემდეგ იქნება დაფინანსება მრტ გამოკვლევისთვის რას მირჩევთ სანამ წავალ გადავიღო ჩემი თანხით?? თავის ძლიერი ტკივილი კიბოს ან რაიმეს ცუდის ნიშანი ხომ არაა.თუ მოვითმინო და დაფინანსების შემდეგ გადავიღო გთხოვთ მირჩიოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
თმის ცვენის პროცესი უმეტესწილად მრავალკომპონენტიანია. მიზეზები შესაძლოა იყოს ლოკალური, იმუნური, მეტაბოლური, ენდოკრინული და ა.შ. ფაქტორებით განპირობებული.
როცა თმის ცვენა უცაბედად იწყება, მიზეზი შეიძლება იყოს:

  • რომელიმე დაავადება;
  • დიეტა;
  • მედიკამენტები.

ხოლო თუ თმა თანდათანობით იწყებს ცვენას და წლიდან წლამდე უფრო და უფრო თხელდება, საქმე, სავარაუდოდ, გენეტიკურ თმის ცვენასთან გვაქვს, რასაც ანდროგენური ალოპეცია ეწოდება. ანდროგენების პერმანენტული ზემოქმედებით მათდამი მგრძნობიარე ფოლიკულები თანდათან პატარავდება, ჯანსაღი თმის წარმოქმნის უნარს კარგავს, ატროფირდება და საბოლოოდ გაიწოვება კიდეც.
ჰორმონული ფონი ყველას აქვს, თმას კი მხოლოდ ისინი კარგავენ, ვინც გენეტიკურადაც არის განწყობილი.
ალოპეცია უმეტეს შემთხვევაში განკურნებადია, ზოგჯერ აქვს ქრონიკული ხასიათი, თმის პერიოდული დაცვენისა და ამოსვლის ეპიზოდებით.
ასევე, თმის ცვენა ზოგიერთმა თმის მოვლის საშუალებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

თავის ტკივილი

მისი გამომწვევი უამრავია, თანამედროვე კლასიფიკაციით იგი 3 ნაწილად იყოფა და კერძოდ ესენია :

  • თავის ტვინის ორგანული დაავადებები და თავზურგტვინის სითხის დინამიკური მოშლილობები. მათ მიეკუთვნება: თავის ქალას ტრავმები - ტკივილი ლოკალიზებული ან ზოგადია და შედარებით ცუდად ემორჩილება მკურნალობას; თავის ტვინში არსებული მოცულობითი წარმონაქმნები - ტკივილი, ჩვეულებრივ, დილაობით ძლიერდება, ერთვის გულისრევა და ღებინება; თავის ტვინის ანთებითი დაავადებები (მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი).
  • სისხლძარღვოვანი მიზეზები. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჰემიკრანია (შაკიკი), ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და არტერიული ჰიპერტენზია.
  • ფსიქოგენური მიზეზები. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ დაძაბვისა და ასთენიის თანმხლებ თავის ტკივილს.

გამოიწვია თუ არა ნევროლოგიურმა ფაქტორმა, თქვენს შემთხვევაში თმის ცვენა, ამაზე დისტანციურად პასუხის გაცემა შეუძლებელია.
ნუ ინერვიულებთ, ვიმედოვნებთ ცუდი არაფერია, მაგრამ დასაზუსტებელია, თმის ცვენა, ხომ არ არის გამოწვეული სხვა, მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებით.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური,ანუ გვყავს ყველა ექიმი, მათ შორის ნევროლოგიც.
მობრძანდით, უშუალო ვიზიტისას ექიმი შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ ინდივიდუალურ მკურნალობას.
თუ საჭირო იქნება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლებები, მიჰყევით ბმულს:  https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

გაცნობებთ, რომ ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა