თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: იანვარში მქონდა ვირუსი,რომელმაც დამიტოვა ხველა,ხველამ რომ გამიარა დამეწყო თავის ტკივილები თითქოს წნევა რომ გაქვს ისეთი სახის, მაგრამ წნევები ნორმალური მქონდა.ვიყავი თერაპეტთან სინუსებზე რედგენი გადავიღე და ყველაფერი ნორმაში მქონდა. მერე ვიყავი ნერვოპათოლოგთან დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილიაო,დ ამინიშნა ადაპტოლი და ამიტრიპტილინი.ეხლა უშუალოდ ტკივილი არ მაქვს მაგრამ მაჭერს ხან საფეთქლებზე ხან შუბლზე და ხან კეფაში,თან ხანდახან ყურის დაგუბებასაც ვრძნობ და კიდევ თავის უკან ნაწილში კისერი და თავი სადაც ერთდება მანდ მაქვს ,კინჩხს ეძახიან მგონი მაგ ნაწილს მაქვს რაღაც დენისდარტყმის მსგავსი ხმები. რა შეიძლება რომ იყოს?და ვის მივკართო ვეღარ გავიგე.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს მიერ აღნიშნული ორივე დასახელების პრეპარატი არის ანტიდეპრესიული საშუალება.
როგორც მოგვითხრობთ, გქონდათ ვირუსი. შესაბამისად ვფიქრობთ, თავის ტკივილებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს.
რა თქმა უნდა მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია.
სასურველია პირველ რიგში გაესინჯოთ ყელ–ყურ-ცხვირის სპეციალისტს, რომელიც ინსტრუმენტულად დათვალიერებს სმენის და სასუნთქი ორგანოს და დაადგენს იქ რაიმე ლოკალურ დაზიანებას ( გოგირდის საცობი, ოტიტი და სხვ.), ხოლო თუ გამორიცხება ამ სპეციალობის პათოლოგია, დიაგნოსტირებაში ჩაერთვება ნევროლოგი.
შესაძლოა, თქვენი ჩივილების გამომწვევი იყოს ხერხემლის სვეტის პათოლოგია, კერძოდ კი კისრის ოსტეოქონდროზი.
ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტებთან. ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს მრავალპროფილიან კლინიკაში, სადაც მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა