კისრისა და თავის ტკივილი, კიდურების დაბუჟება - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა. თავის ტკივილები მაწუხებს ხშირათ და თან მუხლების ტკივილი და მუხლებიდან წვივამდე გაბუჯებები მაქვს. თავის ტკივილი მაწუხებს ძირითადათ მთლიანად უფრო კისრიდან მეწყება და ტკივილმა შეილება გაგრძელდეს რამოდენიმე დღე და მერე თავისით ქრება მაგრამ ყრუ ტკივილი თითქმის სულ მაქვს. რას მირჩევთ ან რითი დამაკვალიანებთ?
პასუხი:

მოგესალმებით, 

კისრის ტკივილის პრობლემას თავისი ცხოვრების განმავლობაში ადამიანთა უმრავლესობა აწყდება. ყველაზე ხშირად კისრის ტკივილი წარმოიქმნება კუნთებში. კისრის კუნთები  გარდა იმისა, რომ ამოძრავებენ და იმაგრებენ თავს, ხელის მოძრაობაშიც იღებენ მონაწილეობას.

თქვენს შემთხვევაში, თუ რა არის გამომწვევი ფაქტორი, დისტანციურად რთული სათქმელია.

შესაძლებელია მიზეზი იყოს:

  • ძილის დროს კისრის მოუხერხებელი  პოზა;
  • თავის მკვეთრი მოძრაობა;
  • ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი;
  • კისრის მიდამოს მიოგელოზი;
  • სპონდილოზი;
  • კისრის დისკოს თიაქარი;
  • ართროზი.

რაკი აღწერთ ქვემო კიდურებში დაბუჟებას, ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ეს იყოს  სპინალური ნერვის კომპრესია რომელიც გამოიხატება კიდურების ტკივილით, დაბუჟებით, ან ჩხვლეტით.

თუ ცალკე განვიხილავთ კიდურების დაბუჟებას, მაშინ შესაძლოა მიზეზი იყოს ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელიც ხასიათდება ღრმა ვენების სარქველების უკმარისობით, დაზიანებული სარქველები ვეღარ ეწინააღმდეგება ვენური სისხლის უკუდინებას, იზრდება სისხლძარღვების გამავლობა, რაც კლინიკურად ვლინდება ქვედა კიდურების დაბუჟებით,  ტკივილით, რომელიც ძლიერდება ხანგრძლივი დგომისას და სუსტდება მოსვენების პერიოდში, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით და ა.შ.

ქრონიკული ვენური უკმარისობის დიაგნოზი ძირითადად ეყრდნობა კლინიკურ სურათსა და ულტრაბგერით კვლევას, კერძოდ კი დუპლექს სკანირებასა და დოპლეროგრაფიას.

რაც შეეხება კისრისა და თავის ტკივილს, აგრეთვე ქვედა კიდურების დაბუჟებას ,რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს კისრის ტკივილთან ,მივყავართ კისრის მალების კვლევის საჭიროებასთან. ამ შემთხვევაში შესაძლებელია  ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.დავამატებთ ,რომ რენტგენოგრაფიასთან მიმართებაში შემდეგი ორი კვლევა იგივე თანმიმდევრობით ,კიდევ  უკეთესი შედეგით გამოირჩევა ინფორმაციულობის მხრივ.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ აქციები, თუ გსურთ იხილოთ ვრცლად, მიჰყევით ბმულს:

სისხლძარღვთა პათოლოგიების დიაგნოსტიკა:  https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--

თავის ტვინისა და კისრის მალების მეგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად  დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა