არტერიული დაავადებებისა და დიაბეტური ტერფის მქონე პაციენტებს ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ანგიოლოგიურ აქციას მხოლოდ 65 ლარად!
აქციით შეიძლება დაინტერესდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ქვემოთ ჩამოთვლილი ჩივილებიდან აწუხებს ყველა ჩივილი ერთად, ან ერთ–ერთი მათგანი მაინც:
- ტკივილი ქვემო კიდურში ან კიდურებში;
- დადგენილი აქვს შაქრიანი დიაბეტი;
- აწუხებს ტერფების დაბუჟება, შეშუპება, მგრძნობელობის შეცვლა;
- ტკივილი სიარულის დროს, ან მოსვენებით მდგომარეობაში;
- ტროფიკული წყლულები და შეუხორცებელი ჭრილობები.
აქციის ფარგლებში 65 ლარად გთავაზობთ:
- ანგიოლოგის კონსულტაციას;
- სისხლძარღვთა დუპლექსსკანირებას (დოპლერს).
თუ აღნიშნული კვლევებით პათოლოგია გამოვლინდა, ამ შემთხვევაში თქვენ ჩაგიტარდებათ კტ–ანგიოგრაფია მნიშვნელოვანი ფასდაკლებით – 190 ლარად, ნაცვლად 370 ლარისა ან სელექტიური ანგიოგრაფია 400 ლარად, ნაცვლად 850 ლარისა.
აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათსა და პარასკევს.
თუ გსურთ, ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 2 02 25 25!
აქციას გაუძღვებიან ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგები:
- გიორგი ჯინჭველაძე;
- გიორგი კენჭაძე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთრა აინტერესებთ პაციენტებს
მიალგია
კითხვა: გამარჯობა, მამაჩემს აქვს ჯანმრთელიბის პრობლემები.დაეწყო ზამთარში ფეხის დამძიმებით, მარცხენა ფეხში მუხლის ზემოთ ჰქონდა სიმძიმის შეგრძნება და მოძრაობის შეზღუდვა.დაახლოებით ერთი თვის მერე სიმპტომები გადავიდა მარჯვენა ხელზეც, კერძოდ ცერა თითზე. მარჯვენა ხელში ნაკლებად აქვს ძალა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მ ეორე ფეხზეც შეექმნა იგივე პრობლემა.ხელის კუნთები უთრთის და პერიოდულად კარგავს წონასწორობას . განსაკუთრებით როცა ჩადის კიბეზე.ანუ მოძრაობის შეზღუდვა აქვს ცალ ხელსა და ახლა უკვე ორივე ფეხში. ამჟამად არ იღებს მედიკამენტებს თუმცა ჩაიტარა მკურნალობა შემდეგი პრეპარატებით: კალიფორდი ფორტე.კაფსულები. ვენოდიოლი. როქსილოლი. ტოქსიტენოლი კუნთში. როვასტატი შემოგარსული აბი.მკურნალობის ამ კურსის გავლის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
დაღლილი ფეხების სინდრომი
კითხვა: ქვედა კიდურებში სიმძიმე, ისეთი რომ დგომაც მიჭირს, სიარულისას მალევე ვიღლები. ბოლო ხანს, დილით, გაღვიძებისას ფეხზე დადგომაც მიჭირს, ნელ-ნელა ჯერ ვჯდები და შემდეგ ვდგები, ვარიკოზი მაქვს, მაგრამ ისე უცებ გამიუარესდა მდგომარეობა, რომ მარტო ვენების ბრალი არ მგონია, არც ჩიყვის, იმიტომ რომ,ვაკონტროლებ ჰორმონს TSH-ს. თქვენ რას მირჩევთ?
ვენური პათოლოგია
კითხვა: მოგესალმებით ერთ ფეხზე ქვედა კიდური მაქვს გამაგრებული გაბუჯებული ოდნავ შესიებული თითქოს რაგაც სხვა ფერიც აქვს ისე მაქვს ვენების პრობლემაც გამწერეს დოპლერის გადასაგებად და ანგიოლოგთან მეშინია განგრენამ ხომ არ იცის გამაგრება. იქნებ მითხრათ საშიშია თუ არა.
სტენტირება
კითხვა: გამარჯობა.პაციენტი არის 85წლის და ფეხის ტკივილები აქვს.მარცხენა ფეხზე სჭირდება სტენდირება მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ეს ოპერაცია ამ ასაკში და რა თანხასთანაა დაკავშირებული?მადლობა
სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში
კითხვა: გამარჯობათ.მაწუხებს ფეხების ტკივილი სიმძიმის შეგრძნება .ხანდახან ისე მიხურს ფეხის გულები რომ წვაში გადადის.ვენები გარეგნულად არ ჩანს .მიჭირს ფეხზე დგომა რადგან მალე ვიღლები და ძალა მელევა.რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო რა ღირს კონსულტაცია მაინტერესებს .ვარ 37 წლის.
მტევნის ართრიტი
კითხვა: გამარჯობათ. მაწუხებს მარცხენა ხელი. ოდნავ სიცივეზე მეწყება ტკივილი. რისგან შეიძლება იყოს და როგორ ვიმკურნალო. წინასწარ გიხდით მადლობას