მოგესალმებით,
როგორც ვკითხულობთ, სავარაუდოდ საუბარია ათეროსკლეროზზე, რომელიც არტერიების კედლებზე ათერომული ფოლაქების დალექვის გამო ვითარდება.ფოლაქები ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს, ამცირებს მასში გამავალ სისხლის ნაკადს.
სტენტირების მეშვეობით კი, ხდება კორონარული არტერიების ათეროსკლეროზულ შევიწროებათა მექანიკური გაფართოება.
გასათვალისწინებელია ბევრი ნიუანსი, ამიტომ მიმოწერის რეჟიმში ღირებულებას ვერ მოგახსენებთ.
რაც შეეხება იმას თუ რამდენად უსაფრთხოა ეს ოპერაცია, სასურველია, ინფორმაცია მოგაწოდოთ მკურნალმა ექიმმა.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ, მოიყვანოთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, ექიმი–სპეციალისტი მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, ქირურგიულ ოპერაციასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/22
სხვა დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!