კოჭის არის შეშუპება - ანგიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. მისივდება დილიდან კოჭები, ტერფები, წვივები. მუხლები...ვარ 47 წლის, დიფუზურ აუტოიმუნური თირეოდიტი მოწესრიგებული მაქვს...მირჩიეთ , შეზღუდული თანხებით რა გავიკეთო რომ საშველი მქონდეს. წინასწარ მადლობა გულისხმიერებისთვის
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, კოჭის არის შეშუპების და მტკივნეულობის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად:

  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);
  • ფლებიტი (ცალი კიდური);
  • თირკმლის დაავადებები;
  • ღვიძლის დაავადებები;
  • შიმშილი (მკაცრი დიეტები);
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
  • პრეპარატები;
  • ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები.

საჭიროა ჰორმონული სტატუსის შესწავლა, კალციუმის ცვლის შესწავლა და ა.შ. თუმცა ეს მდგომარეობა უნდა შეაფასოს ექიმმა ენდოკრინოლოგმა და თვითონ დაგეგმოს საჭირო კვლევები.
იმ შემთხვევაში, თუ აღწერილი სურათი ენდოკრინოლოგის შეფასებით სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს, მაშინ კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ სისხლძარღვთა ქირურგის კონსულტაცია + სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi-/16390
დიაგნოსტირებისათვის აუცილებელი კვლევების ჩატარების შემდეგ, სისხლძარღვოვანი პათოლოგიის დადგენის შემთხვევაში, დაგენიშნებათ შესაბამიის მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა