მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგი ინფორმაცია:
- რა არის ლიმფოდემა;
- ლიმფოდემის გამომწვევი მიზეზები;
- ლიმფოდემის ეტაპები;
- შეთავაზება – სისხლძარღვების დოპლეროგრაფია.
ლიმფოდემა ლიმფის ცირკულაციის მოშლაა, რომელიც ლიმფური სადინარების დახშობის შედეგად ვითარდება, შეგუბების ადგილას კი, სხეული შუპდება (უმეტესად – ხელ-ფეხი, იშვიათად – გარეგანი სასქესო ორგანოები).
უჯრედშორის სივრცეში გროვდება უჯრედის ცხოველქმედების პროდუქტები (დაშლილი ლიპიდების, ცილებისა და სხვათა ფრაგმენტები), რომლებიც თანდათან ეზრდება შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებს.
ლიმფის ცირკულაციის დარღვევის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- ლიმფური სადინარების თანდაყოლილი დეფექტები;
- ხანგრძლივი სითბური ზემოქმედება (მზე, საუნა);
- ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
- კუნთების ტონუსის დაქვეითება;
- სიმსუქნე.
იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ლიმფოდემის სამი ტიპი, ესენია:
- მსუბუქი შეშუპება;
- შეუქცევადი შეშუპება;
- კიდურების ელეფანტიზმი.
აუცილებელია დაზუსტდეს, დედათქვენის შემთხვევაში, რომელი მათგანია გამოვლენილი. ხოლო შემდეგ, მკურნალობის მეთოდების შერჩევა ხდება ექიმის მიერ, უშუალო ვიზიტისას ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტური შეფასების საფუძველზე.
ამიტომ, მობრძანდეს პაციენტი ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/16390/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi-
კვლევის ჩატარების შემდეგ კი, ექიმი თავად მოგაწვდით ინფორმაციას მკურნალობის მეთოდის შესახებ.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!