ღრმა ვენების თრომბოზი - ანგიოლოგია

კითხვა: მაქვს ღრმა ვენური თრომბოზი, შემიძლია თუ არა ველოსიპედით სეირნობა?
პასუხი:

მოგესალმებით,
ღრმა ვენების თრომბოზი ეწოდება ვენაში სისხლის კოლტის, თრომბის წარმოქმნას.
ღრმა ვენების თრომბოზი უმთავრესად წვივისა და ბარძაყის დიდ ვენებზე ვითარდება. თრომბმა შესაძლოა დაბლოკოს სისხლის დინება და შეშუპება და ტკივილი გამოიწვიოს. თუ თრომბი დაიშალა, ნაწილი მოწყდა და სისხლის ნაკადს გაჰყვა, ამას ემბოლიას უწოდებენ. ემბოლი შესაძლოა მოხვდეს თავის ტვინში, ფილტვებში, გულში ან სხვა ორგანოში და სისხლის მიმოქცევის მოშლა გამოიწვიოს.
თრომბი შესაძლოა წარმოიქმნას ვენაში სისხლის ნაკადის ამა თუ იმ მიზეზით შენელების ან შეცვლის შედეგად. თრომბოზის რისკფაქტორებია:

  • წოლითი რეჟიმი;
  • თამბაქოს წევა;
  • თრომბოზის ოჯახური ისტორია;
  • მენჯისა და ფეხის მოტეხილობა;
  • გულის უკმარისობა;
  • სიმსუქნე;
  • ოპერაციული ჩარევა.

ღრმა თრომბოზის დიაგნოზის დროს, ექიმთა რჩევაა, ვამოძრაოთ ფეხები რაც შეიძლება ხშირად, თუმცა თქვენს შემთხვევაში დისტანციურად რეკომენდაციას ვერ მოგცემთ, ეს არაპროფესიულია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ორშაბათს წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა