მოგესალმებით,
მსგავსი სიმპტომებით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შესაბამისად, მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას.
ვარიკოზული ვენები კვანძოვანი, გადიდებული ვენებია. ვარიკოზი ნებისმიერ ვენაზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად წვივისა და ტერფის ვენები ზიანდება, ვინაიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა – ფეხზე დგომა და სიარული – სხეულის ქვედა ნაწილის ვენებზე ზეწოლას ზრდის.
ზოგჯერ ვარიკოზული ვენები სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ამავე დროს, ისინი სისხლის მიმოქცევის სხვა პრობლემების მაღალი რისკის მაუწყებელიც არის.
ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობის საუკეთესო საშუალება დღეისათვის არის ე.წ. ლაზერული აბლაცია.
მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო,ახლა სპეციალური ლაზერით, პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.
ლაზერული აბლაციის შედეგად კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება. მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას ჭრილობის გარეშე, ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.
ლაზერული აბლაციის ის თანამედროვე ტექნოლოგია, რასაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ვფლობთ, უმეტეს შემთხვევებში დიდი ეფექტურობით აღმოფხვრის პათოლოგიას და ტრადიციული ოპერაციისგან განსხვავებით უაღრესად კომფორტულია პაციენტისთვის.
კლინიკის აქციის ფარგლებში სისხლძარღვების დოპლეროგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/16390/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi-
დიაგნოსტირდება სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხოლო ამის შემდეგ ექიმი შეარჩევს, მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდს.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/21
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !