ანგიოლოგიური პაკეტი

ანგიოლოგიური პაკეტი

კიდურის შემანარჩუნებელი მიმართულება

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს კიდურის შემანარჩუნებელი მიმართულება, რომელიც არტერიული დაზიანებების მქონე პაციენტებს მაღალი ტექნოლოგიებისა და მინიმალური ჩარევის საშუალებით სისხლის მიმოქცევის აღდგენაში ეხმარება.
კლინიკაში დანერგილია ენდოვასკულური მეთოდი – განაკვეთისა და ზოგადი ანესთეზიის გარეშე დახშული სისხლძარღვების მკურნალობა .

თუ გაწუხებთ შემდეგი სახის ჩივილები:

  • 200 მეტრამდე გავლის შემდგომ კიდურის ტკივილი და დაღლა;
  • კიდურის ან კიდურების ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში;
  • შაქრიანი დიაბეტის დროს ტერფების გიცივება ან წყლულების გაჩენა;
  • თუ მოკვეთილი გაქვთ ტერფი, თითები ან გაქვთ ერთადერთი ქვემო კიდური.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ:

  • სისხლძარღვთა ქირურგის კონსულტაცია;
  • გოჯ–მხარის ინდექსის განსაზღვრა;
  • სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას უახლესი თაობის ექოსკოპიის აპარატზე. 

წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე +995 322 02 25 25

ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად