20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი – კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით საშუალებას იძლევა კაპილარულ დონეზე იქნას შესწავლილი ცერებრული ჰემოდინამიკა.

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით ნიშნავს თავის ტვინის პარენქიმის შეფასებას სისხლმომარაგების და მისი დარღვევის შემთხვევაში, თავის ტვინის ნივთიერების ცვლილებების ხარისხის განსაზღვრას.

მწვავე იშემიური ინსულტის დროს პერფუზია წარმოადგენს შეუცვლელ კვლევას, რადგან ახორციელებს იშემიის შედეგად დაღუპული და დაღუპვის რისკის ქვეშ მყოფი უჯრედების (ქსოვილების) დიფერენცირებას. ამ ცვლილებების განსაზღვრა (დიფერენცირება) აუცილებელია პაციენტის სწორი მართვისათვის. მეთოდი საგრძნობლად ამცირებს როგორც ინვალიდობის, ისე ლეტალური შემთხვევების რაოდენობას.

ამ მეთოდის საშუალებით დაავადების განვითარების პირველივე წუთებიდან შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის, იშემიის ზონის გამოვლენა და პენუმბრის (დაქვეითებული ან მარგინალური ზონების) განსაზღვრა. ფერადი რუკა კი შესაძლებელს ხდის აღმოჩენილ იქნას დაზიანების უმცირესი ზომის კერაც კი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე, მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით Toshiba Aquilion RXL. კლინიკის ტომოგრაფი უპირობო ლიდერია თავის კლასში, რომელსაც ახლახან დაემატა დამატებითი ფუნქცია – პერფუზია.

პერფუზიის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგი ერეკლე გიგიაძე.

„იშემიური ინსულტის დროს თუ პერფუზიით ვლინდება დაღუპვის დიდი რისკის ქვეშ მყოფი ე.წ. პენუმბრა–უჯრედები, ტარდება თრომბის საწინააღმდეგო მკურნალობა – თრომბოლიზისი და (ან) თრომბექტომია. რისკის ქვეშ მყოფი ქსოვილები, პროცედურების შედეგად, იბრუნებენ თავდაპირველ ფუნქციას, ანუ ხდება მათი გადარჩენა. თუ პენუმბრა არ გამოვლინდა, ზემოაღნიშნული სამკურნალო პროცედურები არა თუ შედეგის მომცემი, არამედ საზიანოა. სწორედ ამიტომ აუცილებელია იშემიური ინსულტის მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით პირველ საათებში, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეთ კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით“, – აცხადებს ბატონი ერეკლე.

ეს პროცედურა სტანდარტული კონტრასტირებით ტომოგრაფიის იდენტურია, მაგრამ ამ შემთხვევაში აპარატში დამონტაჟებული პროგრამა რადიოლოგს აწვდის სხვადასხვა ფერის გამოსახულებას. მიღებულ ტომოგრამებს აფასებს რადიოლოგი.

უმნიშვნელოვანესი კვლევა, რომელიც ინსულტის მქონე პაციენტს არათუ ინვალიდობისგან იხსნის, არამედ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, რეკონსტრუქციებისა და შეფასების ჩათვლით, მხოლოდ 15–20 წუთს მოიცავს. 

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით წარმატებით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • იშემიური ინსულტის დროს სისხლის მიმოქცევის მოშლა;
  • ქალა–ტვინის ტრავმების დროს სისხლის მიმოქცევის მოშლა;
  • თავის ტვინის სიმსივნეების დროს ჰემოდინამიკის შეფასება;
  • ოკლუზირებადი დაავადებების გამოვლენა, ინტრა და ექსტრაკრანიალური არტერიების ქრონიკული სტენოზის შემთხვევები, საძილე არტერიების კრიტიკული სტენოზისას თავის ტვინის პარენქიმაში ფარულად მიმდინარე იშემიური პროცესების აღმოჩენა;
  • თავის ტვინის სიმსივნეების დროს ბიოფსიისთვის განკუთვნილი არეალის ზუსტი განსაზღვრისთვის;
  • თავის ტვინის სიმსივნეების მონიტორინგისას, როცა უკვე ჩატარებულია სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ აქციას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას პერფუზიით.

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ აქციის შესახებ, იხილეთ ვრცლად!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!