მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა სავარაუდოდ პაციენტის ჩივილის გამომწვევია მიალგია. იგი ფუნქციური ხასიათის მსუბუქი კუნთოვანი პათოლოგიაა, რომელსაც არამყარი, ზომიერი ინტენსივობის ტკივილი ახასიათებს. იგი საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია.
გამომწვევთა მიზეზის ნუსხა ვრცელი და მრავალფეროვანია:
- ინფექციური დაავადებები (ანგინა, გრიპი, რევმატიზმი);
- ჩირქოვანი ინფექციური დაავადებები (ოსტეომიელიტი, სეფსისი), გამოწვეული სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, ანაერობული მიკრობებით;
- პარაზიტული დაავადებები (ტრიქინელოზი, ტოქსოპლაზმოზი, ექინოკოკოზი);
- აუტოიმუნური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია);
- ინტოქსიკაცია (ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, ნარკოტიკების მოხმარება);
- მედიკამენტები (აგფ-ის ინჰიბიტორები, სტატინები, პენიცილამინი, ციმეტიდინი).
ხშირად მიალგია ოსტეოქონდროზის, ოსტეოართროზისა და მალათაშუა დისკოების თიაქრის უშუალო მიზეზი ხდება.
იმისთვის რომ დადგინდეს , რა არის მამათქვენის სიმპტომების გამომწვევი მიზეზი, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, სისხლძარღვთა ქირურგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ სამშაბათს წინასწარი ჩაწერით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/angiologia/21
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!