ხელების „გაყინვა“ , ხერხემლის პათოლოგია - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ზამთარში ძალიან მეყინება ხელები, მილურჯდება სიცივეში და შემდგომ სითბოში მოხვედრისას მაქვს ტკივილი. ადრე რომ ვკითხე ექიმს მითხრა სავარაუდოთ სისხლძარღვების შევიწროება. რა მკურნალობის მეთოდები არსებობს და როგორ შეიძლება ტკივილის თავიდან არიდება? ხშირად ოდნავ სწრაფი მოძრაობების დროს მაქვს ტკივილი და გაშეშება ზურგზე, წელის ან მხრების მიდამოში, ტკივილი ძლიერია და რაღაც პერიოდი უმოძრაობის შემდგომ თავისით გადის. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
თერმორეგულაციის მექანიზმის დარღვევა, ყველაზე ხშირად სისხლძარღვების პათოლოგიებთანაა დაკავშირებული. სისხლის ცუდი მიმოქცევის გამომწვევ დაავადებებს შორის გვხვდება:

  • გულ–სისხლძარღვთა სისტემაში დარღვევები;
  • ვეგეტო–სისხლძარღვოვანი დისტონია,;
  • ნერვული მოშლილობები;
  • ვენების ვარიკოზული გაფართოება;
  • ჰიპოტენზია (დაბალი წნევა) ;
  • ათეროსკლეროზი.

რაც შეეხება თქვენს სხვა ჩივილებს, ვფიქრობთ შესაძლოა, ჩივილის გამომწვევი იყოს ხერხემლის პათოლოგია.
ტკივილი შეიძლება, დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს. იმ სტრუქტურების პათოლოგიურ პროცესში ჩათრევა, რომლებიც არ შეიცავენ მგრძნობიარე დაბოლოებებს, უმტკივნეულოა.
ტკივილი ხშირად მწვავდება მოძრაობის ან სხეულის სივრცეში გადაადგილების (დახრის, ლოგინიდან ადგომის) დროს, როდესაც ხდება დაზიანებული ან ანთებითი ქსოვილების გადაადგილება.
ასევე შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ფესვურ ტკივილს, რომელიც წარმოიქმნება ზურგის ქვედა ნაწილის, ზურგის ტვინის ნერვებზე ზემოქმედებისას.
აღნიშნული პრობლემით უმჯობესია, მიმართოთ ნევროლოგს, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარებთ კლინიკურ–ლაბორატორიულ გამოკვლევას.
გაცნობებთ, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე ტარდება აქცია, რომლის ფარგლებშიც ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან ვიზიტი უფასოა,
თუ გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:    https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias
რაც შეეხება თქვენს მთავარ კითხვას, რომ სიცივეში ხელების გაყინვის და გალურჯების შემდეგ, გათბობისას ტკივილი გეწყებათ, ეს უდავოდ სისხლძარღვთა პრობლემაა და აუცილებელი ექიმ-ანგიოლოგთან ვიზიტი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია ანგიოლოგთან რომელიც ტარდება ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს.
საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ კი, დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა,საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა