ვიზიტი ანგიოლოგთან - ანგიოლოგია

კითხვა: ფეხის კოჭები მტკივა განსაკუთრებით თუ ამინდი იცვლება ფეხის შიდა მხარეს კოჭთან ვენა მაქვს დაბერილი წვით მაწუხებს ვერ ვიღებ ვის მივმართო რევმატოლოგს თუ ანგიოლოგს თქვენგან თუ შემიძლია კონსულტაციის მიღება ?
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა ვვარაუდობთ რომ საქმე შეიძლება ეხებოდეს ვარიკოზსს. მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ვარიკოზი ერთ-ერთი რგოლია იმ პათოლოგიური პროცესისა, რომელიც თანდათანობით პროგრესირებს. პაციენტები უჩივიან ტკივილს ღამღამობით წვივების არეში, სიმძიმეს ქვედა კიდურებში, ქავილს, წვას, სიმხურვალის შეგრძნებას. ქვედა კიდურებზე, უპირატესად - კოჭ-წვივის სახსრის არეში, ხშირად ვითარდება გარდამავალი შეშუპება, რომელიც პიკს საღამოს აღწევს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ჩივილები უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდება. ვენების დაავადებები უპირველეს ყოვლისა თრომბოზის თვალსაზრისით გვაშინებს. ვენური თრომბოზი მაშინაც შეიძლება განვითარდეს, როცა ადამიანს არ აქვს ვენური სისტემის თვალში საცემი პათოლოგია, ხოლო დაზიანებულ ვენაში თრომბების ჩამოყალიბების ალბათობა, რასაკვირველია, გაცილებით დიდია.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციას, უშუალო ვიზიტისას სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და ამის შემდეგ შეარჩევს, ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, წინასწარ ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა