მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ვარიკოზი;
- რა ფუნქცია აქვთ ვენებს;
- ვარიკოზული გაგანიერების სიმპტომები;
- კლინიკის ანგიოლოგიური აქცია.
ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ვენების დაავადებაა, რომელიც სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას იწვევს,ვარიკოზის უპირველეს მიზეზად კი, ვენების სარქვლოვანი აპარატის გაუმართავი მუშაობა გვევლინება.
ვენური სისხლძარღვები
მათი საშუალებით სისხლი მიედინება გულისაკენ. სწორედ ამ სარქველების გაუმართავი მუშაობა იწვევს ვენური სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, რაც საბოლოოდ იწვევს ვენების კედლის ზედმეტად გაჭიმვას. ამის შედეგად სისხლის დინება ხდება ქაოსური, სისხლი გუბდება ქვედა კიდურების ვენებში, განსაკუთრებით კანქვეშა ვენებში, წნევა მათში იმდენად იზრდება, რომ სისხლძარღვების კედლები ვეღარ უძლებს და ბუშტის მსგავსად იწყებს გაბერვას.
ვარიკოზის სიმპტომები
მისი პირველი ნიშნებია:
- დღის ბოლოს ფეხების შეშუპება;
- სიმძიმის შეგრძნება და კანჭებში წვის შეგრძნება ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ.
ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელია ამ სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის ან ძილის შემდეგ.
მოგვიანებით ჩნდება ტკივილი წვივის მიდამოში, სიმხურვალის შეგრძნება და ღამის საათებში განვითარებული კრუნჩხვები კანჭის კუნთებში.
შორსწასულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თრომბოფლებიტი (ვარიკოზული ვენების ანთება), ტროფიკული წყლულები ან ეგზემა დაზიანებულ მიდამოში.
მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა სპეციალისტის პრეროგატივაა. ამიტომ, სასურველია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან კონსულტაციაზე, ექიმი ვიზიტისას შეაფასებს მდგომარეობას და თქვენთან ერთად დაგეგმავს მკურნალობის ეტაპებს.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ანგიოლოგის კონსულტაციასა და ანგიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/angiologiuri-aqcia/31757
კვლევის ჩატარების შემდეგ დაზუსტდება დიაგნოზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!