ხელის დაბუჟება - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მეუღლე არის 42 წლის, როდესაც წევს განსაკუთრებით ძილის წინ აღნიშნავს, რომ უბუჟდება ხელი ხან ერთი ხან მე–2, თუ წამოდგა და გაიარა უვლის, რის ბრალი შეიძლება იყოს ან რაიმე კვლევის ჩატარება თუ არის საჭირო, ამბობს რომ ეს პრობლემა ბავშვობაშიც აწუხებდა
პასუხი:

მოგესალმებით, 

როგორც მოგვითხრობთ, თქვენს მეუღლეს ეს პრობლემა აწუხებს ბავშვობიდან, აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა დაბუჟებას იწვევს მისი წოლასთან დაკავშირებული ჩვეულება . არ ვიცით რა პოზას ირჩევს ძილისას, მაგრამ სავარაუდოდ ამ პოზაში წოლისას ხდება სისხლძარღვებსა და ნერვებზე კომპრესია , რასაც მოსდევს დაბუჟების შეგრძნება.

სასურველია, გამოიკვლიოს თქვენმა მეუღლემ  სისხლძარღვები დუპლექსსკანირებით და აგრეთვე, შეიცვალოს წოლის რეჟიმი.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--

დამატებითი ინფორმაციისათვის  და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა