მოგესალმებით,
თქვენს ზოგად ჩივილებში არ აღწერთ, რომ ქავილს დაერთვის გამონაყარი. ამიტომ ვფიქრობთ, შესაძლოა ქავილის მიზეზი კანის სიმშრალე, ატოპია ან კონტაქტური ალერგია იყოს. გასათვალისწინებელია თქვენი ასაკიც, რომელიც არ არის ჩვენთვის ცნობილი. შესაძლოა, ქავილს იწვევდეს ვარიკოზი. ზოგადად, ქავილს ის პროცესები იქვევს, რაც სისხლძარღვებში მიმდინარეობს, ამ დროს კანი ვეღარ იკვებება, ცვლის პროდუქტების გამოყოფა ირღვევა და შედეგად ქავილი ვითარდება.
იქიდან გამომდინარე, რომ „ცელესტოდერმს“ აქვს სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი, შესაძლოა ეს განაპირობებდეს სიმპომის დროებით ალაგებას.
პირველ რიგში უნდა დაზუსტდეს ჩივილის გამომწვევი დიაგნოზი. ამიტომ, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ანგიოლოგთან.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, რომ შემოგთავაზოთ ანგიოლოგის კონსულტაცია + სისხლძარღვების დოპლეროგრაფია ყველაზე დაბალ ფასად. აქციის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/16390/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi-
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!