ვიზიტი ანგიოლოგთან - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა.მაქვს დიაბეტი ზოჯერ მეყინება მარჯვენა ფეხი და მტკივა კიდეც რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი თრომბი თუ რამე სხვა გთხოვთ მიპასუხოთ
პასუხი:

მოგესალმებით!
კიდურის ხშირი გაყინვა პერიფერიული სისხლის მომარაგების მოშლის ბრალი შეიძლება იყოს, თავის მხრივ, მიკროცირკულაციის დარღვევას კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ნაკლოვანება განაპირობებს.
სისხლის ცუდი მიმოქცევის გამომწვევ დაავადებებს შორის გვხვდება:

  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები;
  • ვეგეტატიურ–სისხლძარღვოვანი დისტონია;
  • ნერვული მოშლილობები;
  • ვენების ვარიკოზული გაფართოება;
  • ჰიპოტონია (დაბალი წნევა);
  • ათეროსკლეროზი.

ცივი კიდურები შესაძლოა, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიაზე მეტყველებდეს, ამ დროს საჭიროა ფარისებური ჯირკვლის ჰორმონებზე ანალიზი ( TSH, FT4 ).
ასევე, შესაძლებელია რკინადეფიციტური ანემია იწვევდეს, ამ მიზეზის გამოსარიცხად რკინაზე სისხლის ანალიზია საჭირო.
მნიშვნელობა აქვს კვებასაც, მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, წიწიბურა (მდიდარია რუტინით, კედლებსა და კაპილარებს ამაგრებს), რუხი პური (შეიცავს ბევრ თუთიას, ასევე აუცილებელია სისხლძარღვებისთვის). სასარგებლოა ციტრუსები, ვაშლი, გარგარი. ხშირად მიირთვით თევზი.
კონკრეტულად თქვენს შემთხვევას რაც შეეხება, სასურველია გამორიცხოთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია და შემდეგ მიმართოთ ანგიოლოგს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფარისებრი ჯირკვლის კვლევას 100 ლარის ნაცვლად 49 ლარად.
კვლევაში შედის:

  •  ენდოკრინული ქირურგის კონსულტაცია;
  •  ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ელასტოგრაფიული მეთოდით ულტრათანამედროვე აპარატზე Toshiba Aplio 500;
  •  TSH –ის კონცენტრაციის განსაზღვრა.

აქცია ძალაშია ყოველ შაბათს, აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაეწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა