მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ელენთის ამოკვეთას სამედიცინო ენაზე სპლენექტომია ეწოდება.
სპლენომეგალიის (ელენთის გადიდება) დროს გეგმიური სპლენექტომიის, ელენთის ამოკვეთის საკითხი დგება მაშინ, როდესაც ელენთის გადიდება უკავშირდება ისეთ რიგ პათოლოგიურ ცვლილებებს ,როგორიცაა:
- ჰემატოლოგიურ დაავადებები;
- მუცლის ღრუს ორგანოებზე ზეწოლით გამოწვეული პათოლოგიები ან, როცა სპლენომეგალია მკურნალობას არ ექვემდებარება.
ელენთის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია, თუმცა ელენთის გარეშე მნიშვნელოვნად იზრდება ინფექციური დაავადების რისკი. სწორედ ამიტომ პაციენტმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია, ჩამოთვლილთა წინააღმდეგ როგორც სპლენექტომიამდე, ისე ამოკვეთის შემდეგ.
- მენინგოკოკის;
- პნევმოკოკისა;
- ჰემოფილუს ინფლუენსას.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, ცხადია, შესაძლებელია, იწვევდეს თრომბოციტოზი.
ზოგადად თრომბოციტოზი, ყველაზე ხშირად, თავის მხრივ, სისხლძარღვების პათოლოგიებს განაპირობებს. სისხლის ცუდი მიმოქცევის გამომწვევ დაავადებებს შორის გვხვდება:
- გულ–სისხლძარღვთა სისტემაში დარღვევები;
- ვეგეტო–სისხლძარღვოვანი დისტონია;
- ნერვული მოშლილობები;
- ვენების ვარიკოზული გაფართოება;
- ჰიპოტენზია (დაბალი წნევა);
- ათეროსკლეროზი.
ხელებისა და ფეხების სიცივე შეიძლება რკინადეფიციტური ანემიის შედეგიც იყოს.
სასურველია, პირველ რიგში კონსულტაცია გაიაროთ შემდეგ სპეციალისტებთან:
- ანგიოლოგი;
- ენდოკრინოლოგი.
თუ სხვა მიზეზები გამოირიცხა ,თრომბოციტოზის და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობებისაკენ მიმართული მკურნალობის დანიშვნა იქნება მიზანშეწონილი.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც დიაგნოსტირდება ჩივილების გამომწვევი მიზეზები და დაგენიშნებათ შესაბამისი, ინდივიდუალური მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!