მოგესალმებით,
ბეიკერის თიაქარი (მუხლქვეშა ფოსოს კისტა) - რბილი, მკვრივი, ელასტიური სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც ვითარდება მუხლის სახსრის უკანა ზედაპირზე (მუხლქვეშა ფოსოში).
იქიდან გამომდინარე, რომ ზოგჯერ ბეიკერის თიაქარი ხელს უწყობს წვივის კანქვეშა ვენების ვარიკოზულ გაგანიერებასა და ფეხების შეშუპებას, მნიშვნელოვანია შეფასდეს მთლიანად მუხლის სახსრის მდგომარეობა. ასევე, დასაზუსტებელია მრავალი სხვა ფაქტორი, რისთვისაც აუცილებელია უშუალო კონსულტაცია სპეციალისტთან.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ანგიოქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ სამშაბათს და აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.
სადაც ექიმი–სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, როგორც ქირურგიული მკურნალობის, ისე მისი ღირებულებისა და დაფინანსების შესახებ.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/angiologia/21
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!