კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს ფეხის თითი აქვს მშობელს გაშავებული სანამ ქირურგი ჩაერევა რა საშუალებებით შეიძლება დამუშავება ?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ საუბარი გაქვთ განგრენაზე.
განგრენა არის სერიოზული დაავადება, რომლის დროსაც სისხლის მიწოდების შეწყვეტა იწვევს ქსოვილის სიკვდილს. განგრენა შესაძლოა განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, მაგრამ ძირითადად იწყება ფეხის თითებიდან, ფეხებიდან, ხელის თითებიდან და ხელებიდან.
რაც უფრო მალე დაიწყებთ მკურნალობას, უფრო მეტია წარმატების მიღწევის შანსი.
ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, რათა აღდგეს სისხლის მიმოქცევა სხეულის დაზიანებულ ნაწილში.
უფრო მძიმე შემთხვევების დროს, შესაძლოა საჭირო გახდეს ფეხის თითის, ტერფის ან ქვედა კიდის მოკვეთა. ეს ცნობილია როგორც ამპუტაცია.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ უფასო კონსულტაციას ანგიოლოგთან, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა