მოგესალმებით,
შესაძლოა, თქვენი ჩივილების გამომწვევი იყოს ქრონიკული ვენური უკმარისობა. მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ქრონიკული ვენური უკმარისობა ხასიათდება ღრმა ვენების სარქველების უკმარისობით, დაზიანებული სარქველები კი იწვევს:
- ვენური სისხლის უკუდინებას;
- იზრდება სისხლძარღვების გამავლობა;
- ვლინდება ქვედა კიდურების შეშუპება;
- ტკივილი;
- ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ა.შ.
ვენების ვარიკოზზე შესაძლოა, მიგვანიშნებდეს:
- ფეხების სიმხურვალე;
- კუნთების კრუნჩხვითი ტკივილი;
- კოჭების შეშუპება.
ვენების დაავადებები უპირველეს ყოვლისა თრომბოზის თვალსაზრისით გვაშინებს. ვენური თრომბოზი მაშინაც შეიძლება განვითარდეს, როცა ადამიანს არ აქვს ვენური სისტემის თვალშისაცემი პათოლოგია, ხოლო დაზიანებულ ვენაში თრომბების ჩამოყალიბების ალბათობა, რასაკვირველია, გაცილებით დიდია.
ქრონიკული ვენური უკმარისობის დიაგნოზი ძირითადად ეყრდნობა:
- კლინიკურ სურათს;
- ულტრაბგერით კვლევას – კერძოდ კი, დუპლექს სკანირებასა და დოპლეროგრაფიას.
ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია, შემოგთავაზოთ სისხლძარღვების დოპლეროგრაფია ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/16390/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi-
დიაგნოსტირდება სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხოლო ამის შემდეგ ექიმი შეარჩევს, ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !