ბეიკერის კისტა - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს ოპერაციის ფასი რა ჯდება კისტაზე.
პასუხი:

მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ ზოგჯერ ბეიკერის კისტა ხელს უწყობს წვივის კანქვეშა ვენების ვარიკოზულ გაგანიერებასა და ფეხების შეშუპებას, მნიშვნელოვანია შეფასდეს მთლიანად მუხლის სახსრის მდგომარეობა და განისაზღვროს კისტის ზომა. ასევე, დასაზუსტებელია მრავალი სხვა ფაქტორი , რისთვისაც აუცილებელია უშუალო კონსულტაცია სპეციალისტთან.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ანგიოქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ექიმი–სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, როგორც ქირურგიული მკურნალობის ისე მისი ღირებულებისა და დაფინანსების შესახებ.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/21 

გაცნობებთ, რომ ანგიოქირურგთან უფასო კონსულტაციით შეგიძლიათ ისარგებლოთ სამშაბათს. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა