მოგესალმებით!
ქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპება შეიძლება მოხდეს მის ნებისმიერ მონაკვეთში: ტერფში, კოჭში, მუხლში, ბარძაყში.
ფეხების შეშუპება გამოწვეულია ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებით ან ადგილობრივად, ფეხის დაზიანებული ქსოვილების ან სახსრების ანთებით.
ფეხის შეშუპების მრავალი მიზეზი აქვს, მაგალითად: ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა, ტრავმული დაზიანება.
ზოგჯერ ფეხების შეშუპება სერიოზული დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს, მაგალითად გულის დავადების ან სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნის.
როდესაც ფეხის შეშუპება ხდება უცნობი მიზეზის გამო, ან ახასიათებს აშკარად მისთვის უჩვეულო სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება ან ტკივილი გულის მიდამოში, დაუყოვნებლად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი .
ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს, მაგრამ, დაფინანსება გეგმიურ ვიზიტებს არ ითვალისწინებს.
თუმცა, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციას. რაც შეეხება ანალიზებს, უშუალო ვიზიტისას, ექიმი–ანგიოლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და ამის შემდეგ დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს.
უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა ვარ პენსიონერი ძალიან მტკივა ფეხები ორივე და მუხლიც მისივდება მარცხენა ფეხი კოჭთან როგორ მოვიკცე ვის მივმართო და მაქვს თუ არა რაიმე შეღავათი მიმიხვდით ალბათ თანხა მაინტერესებს ანალიზები რა დამიჯდება
პასუხი: