თითის დაბუჟება - ანგიოლოგია

კითხვა: მარჯზნა ფეხზე დიდ თითთან მაქვს გაბუჟება,ხელის გასმისას თითქოს დენი მარტყამს.დოპლეროსკოპია გავიკეთე და არაფერი პრობლემა არ გაქვსო ვენური და თრომბოზული.რა შეიძლება იყოს ეს?
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, ჩაიტარეთ კვლევა და გამოირიცხა ანგიოლოგიური პათოლოგიები. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს ნევროლოგიურ პრობლემას რადგან, დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია, რაც პარესთეზიას - ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს.
მკურნალობის სქემა დაბუჟების მიზეზზეა დამოკიდებული, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან შეუძლებელი და არაკორექტულია.
შემოგთავაზებთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, სადაც ექიმი უშუალო ვიზიტისას მოგცემთ სპეციალურ „დავალებებს“ , გაგსინჯავთ, შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და ამის შემდეგ დაგენიშნებათ მკურნალობა.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრმთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა