კუნთის კრუნჩხვა - ანგიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.დედაჩემს აქვს ქვედა კიდურების ეგრეთ წოდებული კრუნჩხვები ასე ვეძახი მე, ძალიან მტკივნეულია.მაინტერესებს თუ შველის მკურნალობა ან როგორ უნდა მოიქცეს მაგ დროს.
პასუხი:

მოგესალმებით!
კრუნჩხვა კუნთების უნებლიე უკონტროლო შეტევითი ხასიათის შეკუმშვაა. ის ჰიპერკინეზის ერთ-ერთი ფორმაა. მას ხშირად ახლავს თან მტკივნეული შეგრძნებები, რომლებიც ზღუდავს დაზიანებული კუნთის შრომისუნარიანობას. კრუნჩხვა უმეტესად აღმოცენდება წვივის, ბარძაყის, ტერფის, ზურგის, კისრისა და დუნდულა კუნთებში.
კუნთების კრუნჩხვა ორი სახისაა: მიოტონური და მიოკლონური. ტონური კრუნჩხვა კუნთის მტკივნეულ შეკუმშვას წარმოადგენს. ამ დროს კუნთი ძნელად ექვემდებარება მოდუნებას და მწველ ტკივილს იწვევს. კლონური კრუნჩხვა კუნთის ან კუნთოვანი ბოჭკოების უნებლიე შეკუმშვაა, შერხევის, თრთოლის ტიპისას.
კუნთების კრუნჩხვას სხვადასხვა მიზეზი აქვს:

  • კრუნჩხვა ზოგჯერ სისხლში კალციუმისა და კალიუმის ნაკლებობის ფონზე აღმოცენდება. მისი მიზეზი შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობაც იყოს;
  • კრუნჩხვა, როდესაც ადამიანი დიდხანს არის ჩაცუცქული და წვივის კუნთები გადაიძაბება და მათში დიდი რაოდენობით რძის მჟავა გროვდება;
  • წვივის კუნთების კრუნჩხვა სავსებით ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება განუვითარდეს ცივ წყალში ბანაობისას ან ღამის ძილში. ეს უბრალო სპაზმი კი არ არის, არამედ აღმოცენდება ცენტრალური ნერვული სისტემის მონაწილეობით პერიფერიიდან წამოსული იმპულსის საპასუხოდ;
  • ფეხების კრუნჩხვა შესაძლოა გამოიწვიოს ჟანგბადის ნაკლებობამ, ასევე ხერხემლის ოსტეოქონდროზმა, ათეროსკლეროზულმა პროცესებმა, ვენების ვარიკოზულმა გაგანიერებამ და ვენურმა უკმარისობამ, შაქრიანმა დიაბეტმა, შიმშილობამ და სხვა;
  • კრუნჩხვების პროვოცირებას ზოგჯერ ჰორმონული ან ორგანიზმიდან კალიუმის გამოდევნის ხელშემწყობი შარდმდენი პრეპარატებიც ახდენენ. მარილების დიდი რაოდენობით დაკარგვამ, გაძლიერებულმა ოფლდენამ ასევე შეიძლება დასაბამი მისცეს კრუნჩხვებს;
  • კრუნჩხვის მიზეზად შესაძლოა იქცეს თავის ტვინის მამოძრავებელი უბნის აღგზნება. ასეა, მაგალითად, თავის ტვინის ინფექციური პათოლოგიების, მაგალითად, გრიპის და სხვა ვირუსული ინფექციების დროს, ინსულტის საწყის სტადიაზე და მის შემდგომ აღდგენით პერიოდში;
  • ჯანმრთელ ადამიანებს კრუნჩხვა აღენიშნებათ სტრესის დროს, ასევე - გადაღლა-გადაძაბვის გამო, ჩახუთულ, უჟანგბადო გარემოში დიდხანს ყოფნის შედეგად და სხვა;
  • პაპანაქება სიცხეში კრუნჩხვა ზოგჯერ ორგანიზმის გაუწყლოების გამო ვითარდება.

იმისთვის, რომ მკურნალობის კურსი დაინიშნოს, პირველ რიგში გამომწვევი ფაქტორი უნდა დავადგინოთ, ამიტომ მობრძანდით ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ექიმი–სპეციალისტი შეკრებს ანამნეზს, გასინჯავს პაციენტს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კვლევებს, ასევე შესაძლებელია ვიზიტისას მკურნალობაში ჩაერთოს სხვა სპეციალისტიც.
ანგილოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა