მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ე.წ. „კრუნჩხვაზე“ , რომელიც ჰიპერკინეზის ერთ-ერთი ფორმაა. მას ხშირად ახლავს თან მტკივნეული შეგრძნებები, რომლებიც ზღუდავს დაზიანებული კუნთის შრომისუნარიანობას. კრუნჩხვა უმეტესად აღმოცენდება წვივის, ბარძაყის, ტერფის, ზურგის, კისრისა და დუნდულა კუნთებში.
მისი გამომწვევი მიზეზებია:
- სისხლში კალციუმისა და კალიუმის ნაკლებობის ფონი;
- წვივის კუნთების გადაძაბვა და მათში დიდი რაოდენობით რძის მჟავის დაგროვება;
- იგი შეიძლება განვითარდეს ცივ წყალში ბანაობისას ან ღამის ძილში. ეს უბრალო სპაზმი კი არ არის, არამედ აღმოცენდება ცენტრალური ნერვული სისტემის მონაწილეობით პერიფერიიდან წამოსული იმპულსის საპასუხოდ.
- ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს ჟანგბადის ნაკლებობამ, ასევე ხერხემლის ოსტეოქონდროზმა, ათეროსკლეროზულმა პროცესებმა, ვენების ვარიკოზულმა გაგანიერებამ და ვენურმა უკმარისობამ, შაქრიანმა დიაბეტმა, შიმშილობამ და სხვა.
- შესაძლოა გამოვლინდეს, სტრესის დროს, ასევე გადაღლა-გადაძაბვის გამო, ჩახუთულ, უჟანგბადო გარემოში დიდხანს ყოფნის შედეგად და სხვა.
- პაპანაქება სიცხეში – ორგანიზმის გაუწყლოების გამო და ა.შ.
იმისთვის, რომ მკურნალობის კურსი დაინიშნოს, პირველ რიგში გამომწვევი ფაქტორი უნდა დავადგინოთ, ამიტომ შემოგთავაზებთ, სისხლძარღვების დოპლეროგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !