ცივი კიდურები - ანგიოლოგია

კითხვა: მიცივდება ფეხის თითები ხან მიბუჯდება ტკივილი ამოდის წვივებზე განსაკუთრებით წოლის დროს სიარულს არ მიშლის გთხოვთ მირჩიოტ რომელ სპეციალისტს მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,
თერმორეგულაციის მექანიზმის დარღვევა, ყველაზე ხშირად სისხლძარღვების პათოლოგიებთანაა დაკავშირებული. სისხლის ცუდი მიმოქცევის გამომწვევ დაავადებებს შორის გვხვდება:

  • გულ–სისხლძარღვთა სისტემაში დარღვევები;
  • ვეგეტო–სისხლძარღვოვანი დისტონია;
  • ნერვული მოშლილობები;
  • ვენების ვარიკოზული გაფართოება;
  • ჰიპოტენზია (დაბალი წნევა) და ათეროსკლეროზი.

ცივი და ხშირად ოფლიანი კიდურები ენდოკრინული სისტემის პათოლოგიაზე მეტყველებს, ამ დროს საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე ანალიზი.
სასურველია გამორიცხოთ ისეთი დაავადებები როგორიცაა:

  • ანემია;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;
  • სისხლძარღვოვანი პათოლოგია.

კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ანგიოლოგის კონსულტაცია + სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, ყველაზე დაბალ ფასად. ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi/16390
კვლევის ჩატარების შემდეგ, დიაგნოსტირდება ჩივილის გამოწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა