მოგესალმებით,
ლიმფოსტაზი არის, ლიმფის დინების დარღვევა ლიმფურ სადინარებში, მათი დაცობის, დაზიანების ან განუვითარებლობის გამო.
ლიმფის მიმოქცევის დარღვევისას შესაძლებელია როგორც ლიმფური კაპილარების, ასევე მსხვილი სადინარების ფუნქციის შეზღუდვა, პრობლემის გახანგრძლივებისას, ვითარდება დეკომპენსაცია.
დასაწყისში უკმარისობა კლინიკურად ვლინდება შეშუპებით კიდურების დისტალურ ნაწილში, რომელიც პალპაციით (თითით შეხებით) რბილი და უმტკივნეულოა, ქრება ან მცირდება დასვენების შემდეგ და კანზე ტოვებს სხვადასხვა ზომის ნაოჭებს (თუმცა ამ უკანასკნელის არსებობა აუცილებელი არაა). დროთა განმავლობაში, პროცესი გენერირებს და შეშუპება მოიცავს კიდურის პროქსიმალურ ნაწილსაც, შეშუპება უკვე მუდმივი და მკვრივია, კიდური თანდათან დეფორმირდება, მსხვილდება (სპილოვანება), ჩნდება კანის ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპერკერატოზი, საბოლოოდ კი ვითარდება წყლულები და ნახეთქები, რასაც მოყვება ინფექციური და სხვა სახის გართულებები.შეუქცევადი ცვლილებების ჩამოყალიბებამდე, შესაძლებელია პრობლემის შედარებით ადვილად მართვა და შეჩერება ბუნებრივი გზებით, ორგანიზმის სარეზერვო ძალების მაქსიმალურად გამოყენების ხარჯზე. მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობა ინდივიდუალურია თუმცა, თუ მკურნალობა სწორად წარიმართა, პროგნოზი საიმედოა.
ჩვენ ვემსახურებით საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს, თუმცა გეგმიური ვიზიტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ ფინასდება.
რაც შეეხება იმ ფაქტს ,რომ პაციენტი ლოგინადაა ჩავარდნილი და შესაბამისად გაგიჭირდებათ მისი გასინჯვაზე მოყვანა – შეგიძლიათ პირადად თქვენ მობრძანდეთ ექიმთან შესახვედრად , წარმოადგინოთ ფოტომასალა ,რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება ლიმფოსტაზის ხარისხზე მსჯელობა და მიიღოთ ექიმისაგან სათანადო რეკომენდაციები .
შეგიძლიათ მობრძანდეთ ანგიოქირურგ გიორგი ჯინჭველაძესთან კონსულტაციაზე, ექიმთან შეხვედრის დროს თქვენ უნდა შეძლოთ მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, შესაბამისად უნდა ზუსტად იცოდეთ პაციენტის ასაკი ,თანმხლები დაავადებები ,მიმდინარე მდგომარეობა ,არტერიული წნევის ციფრები და ა.შ. თან უნდა იქონიოთ წარსულში ჩატარებულ კვლევათა პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: სად ვუმკურნალო პენსიონერ ქალს ლიმფოსტაზზე, თუ მოქმედებს რაიმე სახის დაზღვევა, ლოგინადაა ჩავარდნილი დაავადებული ქალბატონი.. ვის მივმართოთ იქნებ დამაკვალიანოთ?
პასუხი: