მოგესალმებით,
თქვენი ჩივილების გათვალისწინებით, პირველ რიგში, ქვედა კიდურების სისხლძარღვოვანი პათოლოგია უნდა გამოირიცხოს. ქრონიკული ვენური უკმარისობა ხასიათდება ღრმა ვენების სარქველების უკმარისობით, დაზიანებული სარქველები ვეღარ ეწინააღმდეგება ვენური სისხლის უკუდინებას, იზრდება სისხლძარღვების გამავლობა, რაც კლინიკურად ვლინდება ქვედა კიდურების შეშუპებით, ტკივილით, რომელიც ძლიერდება ხანგრძლივი დგომისას და სუსტდება მოსვენების პერიოდში, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით და ა.შ.
საჭიროა განმეორებით ჩაიტაროთ დუპლექს სკანირება და დოპლეროგრაფია.
სისხლძარღვების დუპლექს სკანირება საშუალებას იძლევა ერთდროულად მოხდეს სისხლძარღვის სტრუქტურის შეფასება და მასში სისხლის ნაკადის მიმართულებისა და სიჩქარის განსაზღვრა. დოპლეროგრაფიის მეშვეობით ისაზღვრება სისხლის ნაკადის ცვლილებები, რაც თავის მხრივ დაკავშირებული შეიძლება იყოს სისხლძარღვების სპაზმთან, სტენოზთან, თრომბოზთან. ვლინდება სისხლძარღვოვანი ანომალიები, ათეროსკლეროზული ბალთების არსებობა, სისხლძარღვის დაზიანების ხარისხი და სხვა.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ აღნიშნული კვლევას + ანგიოლოგის კონსულტაცია ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!