მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ქვემო კიდურების ათეროსკლეროზი;
- რა იწვევს ათეროსკლეროზს;
- რა არის დისლიპიდემია;
- წურბელებით მკურნალობა;
- კვება ათეროსკლეროზის დროს.
თქვენი ჩივილის უმნიშვნელოვანესი გამომწვევია ქვემო კიდურების ათეროსკლეროზი, რომელიც ქრონიკული დაავადება. ამ დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, სანათური კი ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება. ყოველივე ამის შემდეგ კი, ვითარდება სისხლის შედედება და ქვემო კიდურების ანევრიზმა.
ათეროსკლეროზის განვითარების მთავარი ფაქტორია დისლიპიდემია. რომელიც წარმოადგენს სისხლში სხვადასხვა სახის ლიპიდებს შორის თანაფარდობის დარღვევას. ძირითად ლიპიდებს მიეკუთვნებიან:
- ტრიგლიცერიდები;
- ქოლესტერინი.
თუმცა, არის დაავადებები, რომლებიც მნიშვნელოვნად აჩქარებენ ათეროსკლეროზის განვითარების პროცესს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია.
წურბელებით მკურნალობა
ერთ-ერთი მეთოდია სისხლის გამოშვებით მკურნალობის, როდესაც გამოიდევნება უვარგისი სისხლი.
ესაა ძველი ჩინური ექიმბაშური მკურნალობა, მისი რისკებისა და უარყოფითი ჩვენების შესახებ არაფერია ცნობილი, აქედან გამომდინარე, ჩვენი კლინიკის პრაქტიკაში არ გამოიყენება, შესაბამისად, რჩევებს ამ მიმართულებით ვერ მოგცემთ.
გარდა ქირურგიული ჩარევისა, აუცილებელია ჰიპოქოლესტერინული დიეტის დაცვა, რომელიც გულისხმობს ზოგადად ცხიმების, განსაკუთრებით კი, ცხოველური ცხიმების შეზღუდვას, მაგალითად:
- ცხიმიანი ხორცი;
- კარაქი;
- არაჟანი;
- ცხიმიანი ყველი;
- კვერცხი ჭარბი რაოდენობით.
რეკომენდებულია:
- ბოსტნეული;
- ხილი;
- უცხიმო ხორცი;
- ფრინველის კანგაცლილი ხორცი;
- რძის ნაწარმი ცხიმის დაბალი შემცველობით;
- თევზი;
- ზღვის პროდუქტი.
მოგახსენებთ, რომ ჩვენს კლინიკაში დანერგილია, როგორც ლაზერული აბლაცია, ისე ენდოვასკულური მეთოდი.
ლაზერული აბლაცია – დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.
ლაზერული აბლაციის შედეგად კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება. მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას ჭრილობის გარეშე, ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.
ენდოვასკულური მეთოდი – განაკვეთისა და ზოგადი ანესთეზიის გარეშე დახშული სისხლძარღვების მკურნალობა.
თუმცა, თქვენს შემთხვევაში, თუ რომელი მეთოდი იქნება უპრიანი, დისტნაციურად ვერ განვსაზღვრავთ.
აუცილებელია მდგომარეობა შეაფასოს შესაბამისმა სპეციალისტმა.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს.
უფასო საკონსულტაციო დღეებში, დახმარებას გაგიწევთ სiხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/angiologia/21
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!