მოგესალმებით!
ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.
ვარიკოზის უპირველეს მიზეზად გვევლინება ვენების სარქვლოვანი აპარატის გაუმართავი მუშაობა.
ვენები ეს არის სისხლძარღვები, რომლებითაც სისხლი მიედინება გულისაკენ. სისხლის დინება ხდება ქვედა კიდურების ვენებში ქვევიდან ზევით, ანუ დედამიწის მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ. ეს ხდება რამდენიმე მექანიზმის წყალობით: არტერიებიდან სისხლის ჭავლის გადმოსროლით (უმნიშვნელო როლი), ქვედა კიდურების კუნთების შეკუმშვით (მოქმედებს, როგორც დგუში) და ვენებში არსებული სარქველების მუშაობით, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის ზევიდან ქვევით დინებას. სწორედ ამ სარქველების გაუმართავი მუშაობა იწვევს ვენური სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, რაც საბოლოოდ იწვევს ვენების კედლის ზედმეტად გაჭიმვას. ამის შედეგად სისხლის დინება ხდება ქაოსური, სისხლი გუბდება ქვედა კიდურების ვენებში, განსაკუთრებით კანქვეშა ვენებში, წნევა მათში იმდენად იზრდება, რომ სისხლძარღვების კედლები ვეღარ უძლებს და ბუშტის მსგავსად იწყებს გაბერვას.
მისი პირველი ნიშნებია: დღის ბოლოს ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და კანჭებში წვის შეგრძნება ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ. ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელია ამ სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის ან ძილის შემდეგ.
მოგვიანებით ჩნდება ტკივილი წვივის მიდამოში, სიმხურვალის შეგრძნება და ღამის საათებში განვითარებული კრუნჩხვები კანჭის კუნთებში. გარდა ამისა, ქვედა კიდურებზე ჩნდება წვრილი მოლურჯო-მოწითალო ფერის სისხლძარღვოვანი ”ვარსკვლავები”.
შორსწასულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თრომბოფლებიტი (ვარიკოზული ვენების ანთება), ტროფიკული წყლულები ან ეგზემა დაზიანებულ მიდამოში.
მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა სპეციალისტის პრეროგატივაა. ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ექიმი ვიზიტისას შეაფასებს მდგომარეობას და თქვენთან ერთად დაგეგმავს მკურნალობის შემდეგ ეტაპებს.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა...შეიძლება თუ არა ვარიკულმა ვენებმა გამოიწვიოს ქავილი ვენების გასწვრივ და მკურნალობა აუცილებლად ოპერაციული ჩარევითაა შესაძლებელი? ან მედიკამენტებით მკურნალობა ეფექტურია თუ არა?
პასუხი: