წვივის შეშუპება და ტკივილი - ანგიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, ფეხის წვივის უკანა მხარის შესიება და მცირე ტკივილი მაწუხებს, სავარაუდო დიაგნოზი, რითი უნდა იყოს გამოწვეული და რა სახის კვლევა უნდა, რომ დადგინდეს ზუსტი დიაგნოზი?
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
შეშუპებას იწვევს სხეულის ქსოვილებში ჭარბი სითხის დაგროვება. მიუხედავად იმისა, რომ შეშუპება ორგანიზმის ნებისმიერ წერტილში შეიძლება განვითარდეს, იგი ძირითადად გვხვდება ხელის მტევნებზე, მკლავებზე, ტერფებზე, კოჭებსა და ქვედა კიდურებზე.
შეშუპებას, როგორც წესი, ხსნის მედიკამენტური გზით ჭარბი სითხის მოშორება და მარილის მიღების შემცირება. თუ შეშუპება გამოწვეულია კონკრეტული დაავადებით, აუცილებელია თავად დაავადების მკურნალობა პირველ რიგში.
ზოგიერთ შემთხვევაში, შეშუპება სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებს.
შეშუპების გამომწვევი დაავადებები და მდგომარეობებია:

  • გულის შეგუბებითი უკმარისობა;
  • ციროზი;
  • თირკმლის დაავადება;
  • თირმკლის დაზიანება;
  • ქრონიკული ვენური უკმარისობა;
  • ლიმფური სისტემის პათოლოგიები და ა.შ.

დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა, თუ რა მიზეზითაა გამოწვეული თქვენ მიერ აღნიშნული სიმპტომი, ჩვენი მხრიდან არაკორექტულია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ორშაბათს. უშუალო ვიზიტისას, ექიმი შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას, დასვამს დიაგნოზს, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშინავთ გამოკვლევებს, ამის შემდეგ კი აუცილებლად დაგეხმარებათ და შეგირჩევთ შესაბამის მკურნალობას.
უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა