მოგესალმებით,
მაღალკვალიფიციური სპეციალისების მიერ, თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა იწვევს კიდურების დაბუჟებას;
- რით არის განპირობებული ბარძაყის ტკივილი;
- რა არის კოქსართროზი;
- სისხლის ცუდი მიმოქცევის გამომწვევი დაავადებები;
- რაზე მეტყველებს ცივი კიდურები;
- დიაგნოსტირების მეთოდები.
ზოგადად, ქვემო კიდურების დაბუჟების მიზეზი შეიძლება იყოს ლიმფის დინების დარღვევა ან ვენური უკმარისობა, რომელსაც ასევე უნდა ახლდეს თან ქვედა კიდურების შეშუპება.
დაბუჟება თვითონვეა ზოგიერთი დაავადების სიმპტომი, მაგრამ დამოუკიდებლად თითქმის არ გვხვდება - თავს იჩენს სხვა სიმპტომებთან ერთად, რომელთა კომპლექსის საფუძველზე დაისმის საბოლოო დიაგნოზი.
თუ დაბუჟება ძლიერდება მოძრაობის დროს, შეიძლება ეს ნერვის დაზიანების შედეგი იყოს, რისი შესაძლო განმაპირობებელი ფაქტორებიცაა:
- ტრავმა;
- განმეორებითი მიკროტრავმა;
- ბაქტერიული ინფექცია;
- ვირუსული ინფექცია;
- ტოქსიკური ფაქტორები;
- შაქრიანი დიაბეტი.
ბარძაყის ტკივილი
რაც შეეხება ბარძაყის მიდამოს ტკივილს, ბარძაყის ტკივილი გარეთა მხარეს, მაგალითად თეძოს ზედა ნაწილში ან დუნდულებზე გამოწვეულია იმ კუნთების, მყესების, იოგების და სხვა რბილი ქსოვილების დაზიანებით რაც გარს აკრავს ბარძაყის სახსარს.
ბარძაყის ტკივილს ზოგჯერ სხეულის სხვა მიდამოებში, მაგალითად წელის ქვედა ნაწილში ან მუხლებში არსებული პრობლემები იწვევს.
შესაძლოა, მამათქვენის პრობლემის გამომწვევი იყოს, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკულ–დისტროფიული დაავადება – კოქსართროზი.
კოქსართროზის დიაგნოზს ადვილად სვამენ რენტგენოლოგიური კვლევის საშუალებით.
როგორც მოგვითხრობთ, პაციენტი აღნიშნავს, რომ კიდური „გაყინული აქვს“, მსგავსი ჩივილის გამომწვევი შესაძლოა, რომ იყოს თერმორეგულაციის მექანიზმის დარღვევა, რომელიც ყველაზე ხშირად სისხლძარღვების პათოლოგიებთანაა დაკავშირებული.
სისხლის ცუდი მიმოქცევის გამომწვევ დაავადებებს შორის გვხვდება:
- გულ–სისხლძარღვთა სისტემაში დარღვევები;
- ვეგეტატურ–სისხლძარღვოვანი დისტონია;
- ნერვული მოშლილობები;
- ვენების ვარიკოზული გაფართოება;
- ჰიპოტონია (დაბალი წნევა);
- ათეროსკლეროზი.
ცივი კიდურები ენდოკრინული სისტემის პათოლოგიაზე მეტყველებს, ამ დროს საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე ანალიზი.
ასევე, ფეხების სიცივე შეიძლება რკინადეფიციტური ანემიის მიზეზი გახლდეთ, რისთვისაც აუცილებელია, შეფასდეს სისხლის საერთო ანალიზი.
პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, რომელი სისტემის პათოლოგიისთვის არის დამახასიათებელი მოცემული სიმპტომთკომპლექსი.
სასურველია, პაციენტმა ჩაიტაროს ქვედა კიდურების დოპლეროგრაფია, რათა გამოირიცხოს ანგიოლოგიური პათოლოგიები.
ამ მიზნით, შეგიძლიათ მოიყვანოთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/16390/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi-
ადრეული დიაგნოსტირება და სწორად შერჩეული კომპლექსური თერაპია უდავოდ იძლევა ეფექტს.
შესაბამისად გირჩევთ, ნუ გადადებთ ვიზიტს სპეციალისტთან.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!